ოქტომბერი 9, 2024 05:31

ნომინაციაში „წლის საუკეთესო დერმატოკოსმეტოლოგი- 2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონ ნინო ნიშნიანიძეს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება ნომინაციაში „წლის საუკეთესო დერმატოკოსმეტოლოგი- 2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონ ნინო ნიშნიანიძეს.

გარდა იმისა, რომ მომხმარებელთა გული მათდამი საოცრად გულისხმიერი დამოკიდებულებით მოიგო, მთავარი მაინც, ცხადია, მისი პროფესიონალიზმია, რომელზეც მისი  მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება და აღიარებები მეტყველებს.

ის გახლავთ PhD დოქტორანტი, მთავარი ტრენერი ინექციურ კოსმეტოლოგიაში, ISD და IUST -ის წევრი, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიის და კანის კიბოს ასოციაციისა და საქართველოს ესთეტიკური საზოგადოების წევრი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი „კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის“ სამკურნალო ფაკულტეტი მკურნალი ექიმის კვალიფიკაციით.  შემდეგ კი მოსკოვში პლასტიკური და ესთეტიკური დერმატოლოგიის სრული კურსი გაიარა დერმატოლოსმეტოლოგიის კლასიფიკაციით კლინიკაში „ავიცენა“ . ასევე გავლილი აქვს დერმატოვენეროლოგიის რეზიდენტურის სრული  კურსი. გახლავთ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“  დოქტორანტი. მიღებული აქვს მსოფლიოს მოწინავე და წამყვანი ორგანიზაციების მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი.

წლების განმავლობაში იყო წამყვანი სპეციალისტი დერმატოვენეროლოგ-კოსმეტოლოგი პლასტიკურ და ესთეტიკურ კლინიკა „ტოტალშარმში“, ასევე N19 მოზრდილთა პოლიკლინიკისა და დ.ტატიშვილის კლინიკის  დერმატოვენეროლოგი. მისი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანების სილამაზეზე ზრუნვაა. მას ეს საქმიანობა აბედნიერებს და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე.

  • როცა ბედნიერ ადამიანს ვხედავ, ეს ყველაზე დიდი სტიმულია ჩემთვის, რათა მუდმივად ვადევნო თვალი, გავეცნო და თქვენამდე მოვიტანო ყველა სიახლე, რაც ჩემს პროფესიაში არსებობს.

ამბობს, რომ თავის პროფესიაში  სქესს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ:

  • მითია, რომ დერმატოკოსმეტოლოგიაში უმეტესად მანდილოსნები მუშაობენ. ძალიან ბევრი მამაკაცი კოლეგა მყავს, რომლებიც პირველები არიან მოცემულ სფეროში. საერთოდაც მიმაჩნია, რომ  გადამწყვეტი არის შენი პროფესიის სიყვარული და მოტივაცია, თუ  როგორ აკეთებ საქმეს და არა ის მამაკაცი ხარ თუ ქალი.

მიუხედავად ამდენი მიღწევისა თუ აღიარებისა, საკუთარ მთავარ მიღწევად პაციენტების მისდამი დამოკიდებულებას მიიჩნევს:

  • ვფიქრობ, ჩემი მთავარი მიღწევა ის უამრავი კმაყოფილი პაციენტია, რომელთა სიყვარულსაც მუდმივად ვგრძნობ.

მიაჩნია, რომ სქესის გამო დისკრიმინაცია წარსულს ჩაბარდა და ქალის როლი საზოგადოებაში უფრო და უფრო იზრდება:

  • მიმაჩნია, რომ კაცი და ქალი თანასწორუფლებიანია და დრო, როდესაც ადამიანის დისკრიმინაცია სქესის გამო ხდებოდა, უკვე წარსულს ჩაბარდა.
  • ქალები არიან კარგი ლიდერები, წარმატებული მმართველები, საუკეთესო ექიმები და ა.შ.

ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს, ნინო ურჩევს:

  • ყველა მათგანს ვურჩევ, აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ. დაუღალავი შრომა ყოველთვის ფასდება. თუ ერთხელ არ გაგიმართლებთ, არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ და მეორედ არ უნდა სცადოთ, პირიქით, არ გაჩერდეთ! რადგან სწორედ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც თქვენივე ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.

კომენტარის დატოვება