აპრილი 25, 2024 08:02

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” და ბიდისი აკადემიის ერთობლივმა ტრენინგ ტურმა ათენში სტარტი აიღო

ლიდერ ქალთა საზოგადოების პირველმა გასვლითმა ტრენინგ ტურმა, რომელიც საბერძნეთში, კერძოდ ათენში დაიგეგმა, წარმატებული სტარტი აიღო.

ქალბატონები 20 თებერვალს გაემგზავრნენ საბერძნეთში და პირველი დღე ქალაქის მონახულებასა და დასვენებას დაუთმეს.

უკვე დღეიდან კი მათ  და მათთან ერთად ადგილობრივ ემიგრანტებს უტარდებათ ტრენინგები პიარსა და მარკეტინგში.

პირველი ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა ლალიმ ისაუბრა  პიარის საფუძვლებზე , ადამიანების ფსიქოტიპებზე, რისი გათვალისწინებაც გარკვეულ აუდიტორიაზე მორგებული პიარკამპანიის დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია.

 

წინ საინტერესო და მრავალფეროვანი სამი დღეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.