ივლისი 21, 2026 23:46

ნომინაციაში „წლის გამორჩეული ქალი ფინანსურ მართვასა და პროფესიულ მენტორობაში – 2026“ წარდგენილია ნატალია კუჭაიძე.

ნატალია კუჭაიძე — ქალი, რომლისთვისაც ფინანსური სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ადამიანების ნდობა მთავარი პროფესიული კაპიტალია

ნატალია კუჭაიძე პროფესიით ეკონომისტია. მას დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. დღეს იგი გამომცემლობა „დიოგენეს“ ფინანსური მენეჯერია და ამავდროულად საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისიში“ ბუღალტრული აღრიცხვის კურსის მენტორია. მისი პროფესიული გზა აერთიანებს ფინანსურ მართვას, ბუღალტრულ სიზუსტეს, ცოდნის გაზიარებას და იმ ღირებულებებს, რომელთა გარეშე ამ სფეროში ნდობის დამკვიდრება შეუძლებელია.

ნატალია საკუთარ თავს აღწერს როგორც ფინანსისტს, დედას და ქალს, რომელმაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ისწავლა, რომ წარმატება მხოლოდ მიღწეულ მიზნებში არ გამოიხატება. მისთვის წარმატებაა მაშინაც, როცა რთულ დღეებში არ ნებდები, პასუხისმგებლობას იღებ და გზას მაინც აგრძელებ. სწორედ ეს შინაგანი სიმტკიცე აძლევს მის პროფესიულ საქმიანობას განსაკუთრებულ სიღრმეს.

ფინანსისტისა და ბუღალტრის პროფესია სიზუსტეს, დისციპლინასა და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. ნატალია წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში — როგორც საჯარო სექტორში, სამედიცინო მიმართულებით, ასევე ბიზნესში, სადაც თითოეული დღე ახალ გამოწვევას უკავშირდებოდა. მისთვის ეს პროფესია მხოლოდ ციფრებთან ურთიერთობა არასოდეს ყოფილა; ეს არის პასუხისმგებლობა პროცესებზე, ნდობაზე, გამართულობაზე და იმ სტაბილურობაზე, რასაც ფინანსური სისტემა ქმნის ნებისმიერი ორგანიზაციისთვის.

მისი პროფესიული მიდგომის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მუდმივი განვითარებაა. ნატალიასთვის მიღებული ცოდნა არასოდეს ყოფილა საბოლოო წერტილი. კანონმდებლობის მუდმივი ცვლილება, მზარდი მოთხოვნები და საქმის მაღალი პასუხისმგებლობა მისგან მუდმივ პროფესიულ განახლებას ითხოვდა. სწორედ ამიტომ სწავლა, დაკვირვება და ერთი ნაბიჯით წინ ყოფნის სურვილი მისი ცხოვრების და კარიერის განუყოფელ ნაწილად იქცა.

თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება თავად ცხოვრება აღმოჩნდა. იყო რთული პერიოდები, როცა პირადი ტკივილი და პროფესიული პასუხისმგებლობა ერთმანეთის პარალელურად არსებობდა. სწორედ ასეთ დროს ისწავლა, რომ ძლიერი ადამიანი ის კი არ არის, ვინც არასოდეს ეცემა, არამედ ის, ვინც ყოველი დაცემის შემდეგ ისევ დგება და გზას აგრძელებს.

მისი მთავარი მოტივაცია შვილია. ნატალიას ყოველთვის სურდა, საკუთარი მაგალითით ეჩვენებინა, რომ ერთგულებით, პატიოსნებით, შრომითა და განათლებით შეუძლებელი თითქმის არაფერია. სწორედ ეს სურვილი აძლევდა ძალას ყველაზე რთულ პერიოდებშიც. მისთვის დედობა არა მხოლოდ პირადი ბედნიერების, არამედ შინაგანი სიმტკიცის და პასუხისმგებლობის ყველაზე ძლიერი წყაროა.

მის ცხოვრებაში იყო ეტაპი, როცა, როგორც თავად ამბობს, დგება ისეთი პერიოდი, როდესაც გგონია, ყველაფერი დასრულდა, შენი სხეულიც კი სხვანაირია და არ იცი, გათენდება თუ არა ხვალინდელი დღე. მაგრამ სწორედ ასეთ დროს ვლინდება ნამდვილი ძალა — შეძლებ თუ არა ამ მძიმე ეტაპის წარსულში დატოვებას, კარის დახურვას და ცხოვრების გაგრძელებას. ნატალია ამბობს, რომ ეს შეძლო. შეძლო მაშინ, როცა შვილის თვალებში ამოიკითხა, რომ საჭირო იყო. სწორედ ამ შინაგანმა ძალამ აქცია იგი ძლიერ, შემდგარ და დამოუკიდებელ ქალად, რომელიც ერთგულად ემსახურება საკუთარ პროფესიას და ამავდროულად ინარჩუნებს ქალურობას, ღირსებას და შინაგან სიმშვიდეს.

ნატალიასთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ის ნდობაა, რომელიც წლების განმავლობაში მოიპოვა. მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ადამიანების სიტყვებია — „ნატალიას შეიძლება ენდო.“ ამ ფრაზაში ის ხედავს ყველაფერს, რასაც მისი პროფესია რეალურად ნიშნავს: სანდოობას, პატიოსნებას, პროფესიულ სიმყარეს და წლების განმავლობაში დამსახურებულ რეპუტაციას.

მისთვის წარმატება მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა არ არის. წარმატებაა მაშინ, როცა საღამოს საკუთარ თავს მშვიდად შეხედავ, იცი, რომ პატიოსნად იმუშავე, არავის უღალატე და შენს საქმეში საკუთარი კვალი დატოვე. ეს ხედვა განსაკუთრებით კარგად გამოხატავს მის პიროვნულ და პროფესიულ ფილოსოფიას — რომ რეალური წარმატება პირველ რიგში შიდა სიმშვიდით, სუფთა სინდისით და ღირსეულად განვლილი გზით იზომება.

ნატალია მჯერა, რომ ქალის ნამდვილი ლიდერობა საკუთარი თავის რწმენით იწყება. როცა ქალი საკუთარ შესაძლებლობებს ენდობა, აღარ არსებობს ისეთი დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავს. სწორედ ეს შინაგანი რწმენა გახდა მისი ცხოვრების და კარიერის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.

მომავლისთვის მისი მიზანია განაგრძოს განვითარება, მუშაობა და საკუთარი ცოდნის გაზიარება ახალგაზრდებისთვის. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას პრაქტიკული გამოცდილებაც გადასცეს და პროფესიულ გზაზე თავდაჯერებულად მდგომ ადამიანებად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. ამასთან ერთად, მისთვის აუცილებელი პირობაა, ყოველთვის დარჩეს თავდაჯერებულ ქალად, რომელიც ფორმაშია — როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.

თუ ერთი რჩევის მიცემა მოუწევდა სხვებისთვის, იტყოდა: არასოდეს შეგეშინდეთ თავიდან დაწყების. ცხოვრება ყოველთვის გაძლევთ ახალ შესაძლებლობას, თუ საკუთარ თავზე რწმენას არ დაკარგავთ. ყოველი სირთულე საბოლოოდ გამოცდილებად იქცევა, ხოლო გამოცდილება — ძალად, რომელიც მომავალ წარმატებებს ქმნის.

დღესაც არ ჩერდება. აგრძელებს სწავლას, პროფესიულ სიახლეებზე თვალის დევნებას, ახალი გამოცდილების მიღებას და სჯერა, რომ განვითარებას ასაკი არ აქვს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ცოდნა მომავალშიც გაუზიაროს სხვებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა იწყებს პროფესიულ გზას და სწორ ორიენტირს ეძებს.

მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იყო ის პერიოდი, როდესაც რამდენიმე წლით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საკუთარ საქმიანობაზე უარის თქმა მოუწია. ეს იყო სიცოცხლისთვის ბრძოლა. მაგრამ მან ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. სწორედ ამ გამარჯვებამ კიდევ უფრო გააძლიერა, დაანახვა საკუთარი შინაგანი რესურსი და დაუმტკიცა, რომ ადამიანი ბევრად ძლიერია, ვიდრე ზოგჯერ თავად ჰგონია.

კომენტარის დატოვება