ნოემბერი 24, 2024 05:59

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი- 2022“  სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ქალბატონი ნანა შონია

„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი- 2022“  სპეციალური პრიზით დააჯილდოვა

თეატრისა და კინოს მსახიობი, უმშვენიერესი ქალბატონი ნანა შონია.

ის დაიბადა 1965 წლის 3 ივნისს.

1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

მას შესრულებული აქვს უამრავი დასამახსოვრებელი კინოროლი, მისი მონაწილეობით სპექტაკლები კი, მისი ბრწყინვალე თამაშის დამსახურებით, ანშლაგით მიდიოდა.

 

ქალბატონ ნანას განსაკუთრებულ პრიზი გადასცა ორგანიზაციის სპონსორმა,  პროფესორმა მაქს მეირ შავიტმა, რომელიც გახლავთ. ოსკარ შინდლერის აკადემიის დამფუძნებელი და რექტორი,   მხატვარ-დიზაინერი ისრაელიდან ,უამრავი  პრემიისა და რეგალიის მფლობელი. ქალბატონ ნანას, როგორც ოსკარ შინდლერის აკადემიისა და ბატონი მაქს მეირ შავიტის რჩეულს, სწორედ აკადემიის სტუდენტების მიერ დამზადებული  პრიზი – ჯილდო გადაეცა.

 

ნანა შონია თეატრალური ინსტიტუტში სილამაზითა და ნიჭით გამორჩეული სტუდენტი იყო. გიზო ჟორდანიას მიერ დადგმულმა სპექტაკლმა  სპექტაკლმა „ანა ფრანკის დღიური“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რამაც ფართო ასპარეზი მისცა მასში მონაწილე ახალბედა მსახიობებს და მათ შორის ნანა შონიას, რომელსაც რუსთაველის თეატრმა ფართოდ გაუღო კარი.

 

ნანა შონიას კიდევ  უფრო მნიშვნელოვანი როლი უკავშირდება რეჟისორმა ლევან წულაძის მიერ  „რუსთაველის თეატრალურ სარდაფში“ დადგმულ „სამგროშიანი ოპერას“, სადაც კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ქალბატონი ნანას ნიჭი.

 

ნანა შონია 90-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა და ახლადშექმნილ სარდაფშიც. „ვაკის თეატრალურ სარდაფში“  ლევან წულაძის მიერ დადგმული „ხანუმა“, სადაც ხანუმას ქალბატონი ნანა თამაშობდა ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე ჰქონდა მსახიობური ნიჭი და როლების მორგება სიამოვნებას ანიჭებდა:

 

  • ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და ერთი უზარ­მა­ზა­რი ფუთა, რო­მელ­შიც ვტე­ნი­დი ქსო­ვი­ლებს, სამ­კა­უ­ლებს, რა­ღაც ნივ­თებს… მახ­სოვს, ხში­რად ვი­კე­ტე­ბო­დი ჩემს ოთახ­ში, ამ ფუ­თი­დან რა­ღა­ცებს ვი­ღებ­დი, ვიც­ვამ­დი, იმიჯს ვიც­ვლი­დი და მერე ვი­წყებ­დი თა­მაშს. მა­შინ არ ვი­ცო­დი, რას ვთა­მა­შობ­დი, რა მინ­დო­და, უბ­რა­ლოდ, სხვა­ნა­ი­რად გა­მო­წყო­ბი­ლი ვცეკ­ვავ­დი, ვმღე­რო­დი. მერე მივ­ხვდი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ან­დე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბა­ში: ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, თა­მა­ში, გან­ცდე­ბი, ემო­ცია, ლექ­სე­ბი­სა თუ ტექ­სტე­ბის ხმა­მა­ღა­ლი კი­თხვა; რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ებს ვი­გო­ნებ­დი და მერე ამ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით “ვცხოვ­რობ­დი”. მოკ­ლედ, ოთახ­ში გა­მო­კე­ტი­ლი ათას­ნა­ი­რად გარ­და­ვი­სა­ხე­ბო­დი ხოლ­მე.

 

ქალბატონი ნანა გახლდათ თუმანიშვილის  კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, სადაც ნათამაშები აქვს სპექტაკლებში: „7 პატარა პიესა” – ძიძა (მედიკო დეიდა), „ბერნარდა ალბას სახლი”, „ორკესტრი”, „ჩიტის მოტანილი ამბავი” და სხვა.

 

ქალბატონი ნანა გადაღებულია ფილმებში: „გაიღიმეთ”, „სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში”, „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა”, „ექსპრეს-ინფორმაცია”, „მარტივი პასიანსი”, „მდგმურები”, „ლუიზა”, „საფეხური”, „თემო”, „მეჯლისი გაყიდულ სახლში” და სხვა…

ძალიან სახასიათო როლი შექმნა ცნობილ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.

 

  • როცა სცენაზე ვდგავარ და ვხვდები, რომ როლი კარგად გამომდის, ვფიქრობ, ეს არის ჩემი სამყარო. მერე კამერა აინთება, მეტყვიან, დაიწყე, ნანაო და მთელი არსებით კინოში ჩავეფლობი. ორივე ჩემია, ორივე მიყვარს, სხვა საქმის კეთება არ შემიძლია.- ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

კომენტარის დატოვება