ნოემბერი 27, 2024 13:56

ნომინაციაში ,,საუკეთესო ესთეტიკის სასწავლო ცენტრი – 2023” წარდგენილია ესთეტიკის სასწავლო ცენტრი ,,ლოტუსი”

,,ლოტუსი” ეს არის სივრცე, სადაც დაგხვდებათ სრულიად განახლებული, კომფორტული და მეგობრული გარემო.თქვენს სილამაზესა და სიჯანსაღეზე კი პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს. 

 ,,ლოტუსი”-ს დირექტორი თიკო ებრალიძე

,,ლოტუსი მომხმარებელს სთავაზობს 2023 წლის ყველაზე ტრენდულ პროცედურებს ესთეტიკის სფეროში.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ლოტუსი“ მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე.მისი მიზანია, პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და ესთეტიკური მომსახურების შერწყმა. ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან და მრავალფეროვან მომსახურებას, როგორებიცაა:

სახისა და ტანის მოვლის პროცედურები, გამაახალგაზრდავებელი და გასახდომი პროგრამები, ფიტნესი, აერობიკა და მრავალი სხვა.

 

ლოტუს“-ში მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე პროცედურის ჩატარება ერთ სივრცეში.

 ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „ლოტუსი“-ს დირექტორი გახლავთ თიკო ებრალიძე. ქალბატონმა თიკომ 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2010 წლიდან კი, ესთეტიკური მედიცინის სამყაროში გადაინაცვლა და მას შემდგომ ამ სფეროს ემსახურება.

თიკო ებრალიძე:

-ჩვენი სფერო, ზოგადად, ქალების მიმართ ძალიან ლოიალურია. მე ვიცი, საქართველოში ბევრი ისეთი სფერო არსებობს, სადაც ქალები მმართველობით პოზიციებზე უამრავ სირთულეს აწყდებიან, მაგრამ ეს ესთეტიკის სფერო ნამდვილად არ არის, პირიქით აქ თავად კოლექტივის დიდი ნაწილი ქალებისგან შედგება და გარკვეულწილად, ეს კომფორტიცაა. ·

ალბატონო თიკო რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

-თუ პროფესიონალური კუთხით გულისხმობთ, ალბათ იმას, რომ ვემსახურები საქმეს, რომელიც უაღრესად მიყვარს.დღეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, თუ საკუთარ თავს, საზოგადოებაში საკუთარ ადგილს იპოვი. იმ ადგილს, სადაც თავს ბუნებრივად და  ჰარმონიულად გრძნობ. მით უფრო, რომ ჩვენი სფერო მუდმივად ვითარდება, სულ სიახლესთან, ახალ მეთოდებთან გვაქვს საქმე, რაც საქმიანობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ქალის როლი საზოგადოებაში უაღრესად დიდია და რაც დრო გადის, კიდევ უფრო იზრდება. თანამედროვე ქალი არის დედაც, მეუღლეც, ხშირად ოჯახის კეთილდღეობის მთავარი წყაროც. თანამედროვე ქალის ცხოვრება არის მაქსიმალურად დატვირთული, საქმით და პასუხისმგებლობით.მე პირადად, მივესალმები აღნიშნულ ფაქტს.

მჯერა, სწორად დასახული დროის მენეჯმენტის პირობებში, იყო წარმატებული ქალი, წარმატებით შეათავსო ოჯახი და წარმატებული კარიერა – სავსებით რეალურია.

2019 წლიდან „ლოტუსი“-ს ფილიალში დაარსდა სასწავლო ცენტრი, რომელიც განთავსებულია საბურთალოზე. სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ ლელა ლეჟავა. თუ გსურთ ჩამოყალიბდეთ ნამდვილ პროფესიონალად, დასაქმდეთ სწრაფად და მარტივად, ეწვიეთ „ლოტუსი“-ს სასწავლო ცენტრს. რაც შეეხება შემსწავლელ ცენტრს, იგი მოიცავს როგორც „ლაზერული ეპილაციის“, ისე ინიექციური კოსმეტოლოგიის შემსწავლელ სკოლებს.

 

-,,ლოტუსი“-ს ყველაზე დიდ მიღწევად ამ ეტაპზე მოვისაზრებთ სასწავლო ტრენინგ-კურსებს როგორებიცაა

ლაზერ სკოლა,კოსმეტოლოგია, სხეულის მოვლა-მასაჟი და აპარატურული ჩარევები. ამასთან ის ლოიალური მომხმარებლებიც რომლებიც აგერ უკვე 12 წელია ერთგულად დადიან ჩვენთან. ჩვენთან ძირითადად ქალბატონები მუშაობენ და გულწრფელად ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს.

ქალებს რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ქალბატონი თიკო ებრალიძე ურჩევს: 

-არ შეშინდეთ! იცოდეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი მიმართულებით, კონკურენცია უდიდესია, წააწყდებით უამრავ გამოწვევას, სირთულეს, მაგრამ თუ შეუპოვრად ივლით თქვენს მიერ დასახული მიზნისკენ და საქმეში დიდ შრომას ჩადებთ, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, სანამ ახალ საქმეს წამოიწყებთ, 100% ით დარწმუნდეთ, რომ ეს სწორედ ისაა, რისი კეთებაც ნამდვილად, გულით გსურთ.

კომენტარის დატოვება