ნანა ჯიქია-“პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის 2022”
წარმოგიდგენთ ყველაზე აკადემიურ, ძალიან ელეგანტურ და პატისვაცემ ქალბატონ ნანა ჯიქიას.
ქალბატონი ნანა გახლავთ ორი სადისერტაციო ნაშრომის და ერთი წიგნის ავტორი.
- “დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის” რექტორი.
- პროფესორი.
- ფაზისის აკადემიის წევრი.
- აკადემიკოსი.
- ტაო-კლარჯეთის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და დიპლომი:
- წლის ლიდერი ქალი 2017.
- ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის მეგობრობის ვარსკვლავი.
- მიღებული აქვს ოქროს მედალი ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის.
“დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემია” გარდა აკადემიური პროგრამებისა, ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. ერთ -ერთი ძალიან წარმატებული პროექტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლება-განვითარების პროგრამა.
ქალბატონი შემოურთდა „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ დიდ გუნდს და გახდა ჩვენი საპატიო წევრი.
ღონისძიების ფარგლებში ბორდის წევრებმა დააჯილდოვეს ნომინაციით: „პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის – 2022“
ვულოცავთ ქალბატონ ნანას და ვიმედოვნებთ, რომ არაერთ საინტერესო ღონისძიებას შემოგთავაზებთ მისი ჩართულობით.