ოქტომბერი 9, 2024 04:48

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ მორიგი გასვლითი ტრენინგ-ტური ეგვიპტეში

 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროდან იმყოფებოდნენ  ეგვიპტეში, კერძოდ შარმ-ელ-შეიხ-ში, „ბიდისი აკადემიისა“ და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“  მიერ ორგანიზებული ტრენინგ-ტურის ფარგლებში.

ქალბატონებმა მოისმინეს პროფესიით ექიმი  ქალბატონი რუსუდან ჯაშის ტრენინგი თემაზე ,,რაციონალური თერაპია და ჯანმრთელობაზე ზრუნვა”, ასევე მათ მოისმინეს ქალბატონი ქეთევან მერებაშვილის ტრენინგი თემაზე ,,პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარება”.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის ორენოვანი საერთაშორისო დონის სერტიფიკატები. დანარჩენი დღეების განმავლობაში ქალბატონებმა მოინახულეს ღირსშესანიშნაობები და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

ეს იყო დაუვიწყარი, ემოციებით აღსავსე დღეები, რომლებმაც ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონების კიდევ უფრო დაახლოება და დამეგობრება გამოიწვია

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ კვლავ უამრავ საინტერესო პროექტს შესთავაზებს საკუთარ წევრებს.

კომენტარის დატოვება