აპრილი 20, 2024 03:21

ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია არქიტექტორი თამილა მექვაბიშვილი

ქალბატონი თამილა(Монт. -ფსევდონიმი) – არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, არქიტექტურულ-დიზაინერული და სამშენებლო კომპანიის – “STUDIO 5 CORNERS” რაც ნიშნავს – შპს “სტუდია 5 კუთხე “. იგი არის ასევე ფირმის მთავარი არქიტექტორი და წამყვანი იდეოლოგი – ინტერიერების დიზაინერი.

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, კვალიფიკაციით არქიტექტორი – მხატვარი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წელს (1995-1996 წლებში მუშაობდა) როგორც საუკეთესო დიპლომანტი აირჩიეს ,მიიღო შეთავაზება – ლექტორად სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. იმ პერიოდში გაუსაძლისი ეკონომიური პირობების გამო საქართველოში, გადაწყვეტილება მიიღო წასულიყო ქ. მოსკოვში, სადაც გააგრძელებდა სწავლას, ასევე იმუშავებდა თავისი სპეციალობით და მიიღებდა პროფესიულ გამოცდილებას, რაც მართლაც მოხდა.

1998 წელს დაამთავრა “аспирантура ЦНИИП – Градостроительства” ქ.მოსკოვში, რაც ნიშნავს – ურბანული ქალაქგეგმარების სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტის ასპირანტურა. დაიცვა სადოქტორო თემაზე – “ადმინისტრაციული და ბიზნეს- ცენტრების განვითარება და თვისებები ისტორიულ ქალაქებში(ქ.თბილისი და ქ.პრაღის მაგალითებზე)”.

სულ მალე გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ – 2002 წელს ოფიციალურად ჩამოაყალიბა თავისი კომპანია და დღესაც მუშაობს საკმაოდ წარმატებულად. საქართველოში 2018 წლიდან დააფუძნა იგივე სახელწოდებით საპროექტო სამშენებლო მომსახურება.

მიღებული აქვს კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიკატები შემდეგ სფეროებში:

სერთტიფიკატი #1- სახელმწიფო აკადემიის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების გადამზადების საკითხში მშენებლობასა და საბინაო-კომუნალურ მომსახურებაში,(მოსკოვი,რუსეთი)თემა-“შენობა-ნაგებობების პროექტირება” მოკლევადიანი პროფესიული სერტიფიკატი 2002 წ.

სერთტიფიკატი #2 -GKRF მშენებლობა საბინაო- კომუნალური მომსახურება – აქვს აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების შენობებისა და ნაგებობების პროექტირებისთვის – კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი 25823 -2002 წ.

სერთტიფიკატი #3 – რუსეთის განათლების სამინისტრო – აქვს საჭირო პროფესიული და საქმიანი თვისებები გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაცვით მშენებლობის განსახორციელებლად – საკვალიფიკაციო სერტიფიკატის ნომერი 20770 -2002 წ.

 

სამშენებლო საპროექტო კომპანია- “სტუდია -5 ქორნერს” studio5corners.com ახორციელებს არქიტექტურულ კონცეპტუალურ – პროექტირებას,სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებას,ინტერიერის დიზაინს,უზრუნველყოფს მომსახურების სრულ კომპლექტს.

კერძო კოტეჯები,საცხოვრებელი კომპლექსები, ქალაქის ტიპის დასახლებები(ინფრასტრუქტურის შემუშავების ჩათვლით)

სანატორიუმები,პანსიონატები და დასასვენებელი ბაზები

საოფისე ნაგებობები და ადმინისტრაციული შენობები

ბინების ინტერიერის დიზაინი და საცხოვრებელი სახლების ინტერიერი

ბინების რემონტი და საინჟინრო კომუნიკაციების გაყვანა

ადმინისტრაციული და სავაჭრო მოედნების მოწყობა(ნებისმიერი სირთულის)

პროექტირებაზე და მშენებლობაზე ნებადართულობის დოკუმენტაციის მიღება ტექნიკის,მასალების,ავეჯის და განათების მომწოდებლების შერჩევა.

3D ვიზუალიზაციის და ვიდეორგოლის შექმნა საშუალებას გვაძლევს თვალნათლივ და სწრაფად მოვახდინოთ თქვენი პროექტის დემონსტრირება და მაქსიმალურად აღვავსოთ პროექტი სიცოცხლით.

ჩვენი კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი დაგეხმარებათ ყველა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს შესრულებაში,სახლებისა და საზოგადო დანიშნულების ნაგებობების შიდა მოპირკეთებაში.ტერიტორიის მოწყობაში,საინჟინრო კომუნიკაციების ჩათვლით.

ტექნიკური და არქიტექტურული ზედამხედველობა ობიექტზე ხორციელდება მთელი სამშენებლო სამუშაოების განმავლობაში.

-ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ დახვეწილი, უნიკალური სტილი ჩვენი კლიენტებისთვის. ყოველთვის მზად ვართ შემოქმედებითად განვახორციელოთ თანამედროვე არქიტექტურის ყველაზე საინტერესო და პროგრესული ტენდენციები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებზე კონცენტრირება; ვაფასებ მათ ვისაც ჯერ კიდევ სჯერა იდეების სიძლიერის და ყოფნის გამბედაობა განაცხადოს თავიანთ პროექტებზე; მომხმარებლისათვის ვცდილობ შემოქმედებითად განვახორციელო, თანამედროვე არქიტექტურის ყველაზე საინტერესო და პროგრესული ტენდენციები;

-ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის წარმართვაში?

– საქართველოში ეს გენდერული უთანასწორობა დღესაც იგრძნობა, სამწუხაროდ ბიზნესის საკითხებში სხვა ქვეყნებთან შედარებით – სადაც როცა საქმიანობ, მხოლოდ აღგიქვამენ პროფესიონალს და გიჯერებენ, მოგყვებიან, თუკი სჯერათ შენი პროფესიონალიზმის .

ამავე დროს მე ვფიქრობ ქალის ბუნებრივი მოთმინება და უფრო მშვიდი მიდგომა, აუჩქარებლად, ხელს უწყობს ბიზნესის პრაგმატულად განვითარებას.

განათლებული ქალი კი ყოველთვის, როგორც დედაბუნების სიმბოლო, ვფიქრობ მეტად სანდოა მომხმარებლისთვის.

-ქალბატონო თამილა რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

-ჩემი მთავარი მიზანი იყო ბავშვობიდან ანუ სტუდენტობიდან მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა კონკურსებში, თავი არ დამეზოგა დაუღალავად ვშრომობდი, იმ გაუსაძლის პერიოდშიც კი როდესაც ჩვენ სტუდენტობა გვქონდა… მიზანი იყო მიმეღწია იმისთვის, რომ როგორც მოქმედი არქიტექტორი შევმდგარიყავი და განმეხორციელებინა ჩემი შექმნილი არქიტექტურული პროექტები. დღეს კი რა თქმა უნდა პირველ რიგში მთავარი ჩემი შვილების კეთილდღეობაა.

გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

-ქალს უდიდესი როლი აქვს ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც დედა ბავშვების დაბადებისთანავე იღებს საკუთარ თავზე ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას და შემდგომ მთელი ცხოვრება ზრუნვაშია – ქართველი ქალი მითუმეტეს.

ქალის გარეშე არაფერი არ წყდება ამ ქვეყანაზე, მამაკაცის მამოძრავებელი ძალაც კი ქალია.

ქალი მშვიდობის სიმბოლოა – ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს! ამიტომ რაც მეტად ჩავერთვებით ამ საკითხებში, უფრო მეტად მშვიდობა გვექნება ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო.. ქალი აღმშენებლობის და აყვავების ფუძეა და უამრავი საკითხები შეუძლია განავითაროს!

-რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-ნამდვილი ბიზნესის შექმნის დროს ქალი რა თქმა უნდა განათლებული უნდა იყოს  ისე ძალიან გაუჭირდება  და არა მარტო ქალს, მამაკაცსაც,  რთულია როცა  საკითხები არ გესმის.

რა თქმა უნდა შესაძლებელია მიმართონ სპეციალისტებს , ბიზნეს-გეგმის შესაქმნელად, მაგრამ ვურჩევ თვითონვე გადაიკითხონ სხვადასხვა ბიზნეს გეგმები, შეძლებისდაგვარად შეისწავლონ და შეეცადონ გაერკვნენ საკითხებში, დაწერონ თუნდაც სამწლიანი ბიზნეს გეგმა -ანუ რას აპირებენ, რა მიზანი აქვთ თუ რა უნდა შექმნან ამ სამი წლის მანძილზე და რას მიაღწიონ.  დასახონ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით განვითარება თავიანთ ბიზნესში და ყველაზე უმაღლესი მწვერვალისკენ იყვნენ განწყობილნი.

იმ საქმით  იყვნენ დაკავებულები რაც უყვართ, რომ თავიანთი მოღვაწეობა უყვარდეთ და სიყვარულით და სიხარულით აკეთონ, რაც ერთ-ერთი წარმატების საწინდარია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.