ნოემბერი 24, 2024 15:17

„ლიდერი ენდოკრინოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის სფეროში-2022“ – მაია დევნოზაშვილი

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „ლიდერი ენდოკრინოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის სფეროში-2022“ წარმოგიდგენთ  ექიმ-ენდოკრინოლოგს, ნუცტრიციოლოგს, ჯანსაღი კვების ექსპერტს, ქალბატონ მაია დევნოზაშვილს.

ქალბატონი  მაია გახლავთ ქალი, რომლის მაგალითზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაფერია ქვეყნად, რასაც ქალი ვერ შეძლებს და მიაღწევს  საკუთარი პროფესიონალიზმის, მონდომების, თავდაუზოგავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგად.

ამბიბს, რომ, ბავშვობიდან ოცნებობდა ექიმი გამხდარიყო და ყველაფერი გააკეთა მიზნის მიზაღწევად:

  • საუკეთესო ოჯახში დავიბადე და გავიზარდე,საოცარი მშობლები მყავს,ფერადი და ლაღი ბავშობა მქონდა,ჩემი ოცნება იყო ექიმი ვყოფილიყავი,მხოლოდ ექიმობანას ვთამაშობდი ხოლმე…რა თქმა უნდა ეს ოცნება ამიხდა და 1997 წელს გავხდი სახელწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელი… დამთავრებისთანავე გავხდი მაგისტრი ენდოკრინოლოოგის განხრით,2006 წელს კი სწორედ ამ მიმართულებისსერტიფიკატი ავიღე.მას მერე ვემსახურები უამრავ ადამიანს.

 

მასზე, როგორც გამოცდილ და პროფესიონალ ენდოკრინოლოგზე დიდი მოთხოვნა იყო სხვადასხვა  რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, რადგან  მის პროფესიონალიზმს  მისი უბადლო დოსიეს გარდა, კმაყოფილი პაციენტების სიმრავლეც უსვამდა ხაზს:

 

  • საკმაოდ ბევრ კლინიკაში და რეგიონში მომიწია მოღვაწეობა. ერთ-ერთი რეგიონი იყო მარნეული,სადაც ყველაზე მეტი ვისწავლე და პროფესიონალად ჩამოვყალიბდი,ამისთვის მადლობა „ჯეო ჰოსპიტალს“ და მის გუნდს,ყველა ჩემ კოლეგას,პაციენტს. ასევე მადლობა „ევექსი კლინიკებს“,რადგან ასევე ქალაქ მარნეულში ვიყავი ევექსის კლინიკის მთავარი ექიმი.

ქალბატონმა მაიამ გაიმარჯვა  ჯანმრთელობის საკმაოდ რთულ პრობლემაზე და პრობლემის სიმწვავის პერიოდში, მიუხედავად მისი მდგომარეობისა,  ერთი წუთით არ შეუწყვეტია პაციენტებზე ფიქრი და მათი მომსახურება, ასე იყო ბევრეჯერ, ერთ  მაგალითს თავადაც გვიყვება:

  • ძალიან ბევრჯერ მქონია ჯანმრთელობის პრობლემა,მაგრამ ჩემზე და ჩემ ოჯახზე მაღლა მუდმივად იყო პაციენტი. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: როდესაც ჩემი ბიჭი, საბა, გავაჩინე საკეისრო კვეთით,  ჩემი მდგომარეობა  დამძიმდა და აღმოვჩნდი რეანიამაციაში. მალევე გამოვიქეცი იქიდან და  3 კვირაში კი უკვე პაციენტებს ვემსახურებოდი. დედა  მთხოვდა,რომ გამოძახებებზე და რეანიმაციაზე მაინც მეთქვა უარი, რადგან  ჭრილობა  ჯერ კიდევ ღია მქონდა. ჩემი პასუხი იყო, რომ მათ ჩემზე მეტად უჭირთ და ერთი წუთითაც არ მიფიქრია დასვენება და მათი მიტოვება.

  • ექიმი ან ხარ,ან არა . ექიმი ხარ სულით,ხორცით,ტვინით,გულით – სხვანაირად ვერ იდგები სიცოცხლის სადარაჯოზე. მარტო ვზრდიდი 2 შვილს,ღამე როცა დამტოვებელი არ მყავდა,ჩართულ ტელეფონს ვტოვებდი ბავშვებთან, რომ მძინარე შვილების ხმა გამეგონა და სხვისი შვილის გადასარჩენად მივდიოდი. ექიმი სხვანაირი ვერასდროს წარმომიდგენია,ვერასდროს ვიტყვი უარს სხვის დახმარებაზე…

 

ქალბატონი მაია გვიყვება, რომ ცხოვრებაში უდიდეს პრობლემებს შეეჯახა აბსოლუტურად მარტო, მაგრამ იბრძოლა, იშრომა და არათუ გადარჩა,ფეხზეც დადგა და ბევრ დიდ წარმატებასაც მიაღწია.

 

  • ლაღი და ფერადი ბავშობა მქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ერთი საბედისწერო შეცდომა ცხოვრებას გვიცვლის,ისე გვიცვლის რომ ფსკერზე ვეშვებით ხოლმე. ჩემ ცხოვრებაში ფერადი, ვარდისფერი სამყარო უცებ ნაცრისფრად იქცა: ერთი მხიარული,ლაღი გოგო,რომ იტყვიან მგლად ვიქეცი,ცხოვრებისეულმა ბორბალმა ხან წინ მატრიალა და ხან უკუღმა, ბევრჯერ მინატრია გაქცევა,მაგრამ საკუთარი თავის ემიგრაციით პრობლემები არასდროს გვარდება. მე ძლიერ გოგოდ არც დავბადებულვარ და არც მამას გავუზრდივარ ასე, პირიქით, ხელში აყვანილს მატარებდა, მაგრამ გარემო პირობებმა, ცხოვრებამ მოიტანა.

 

  • ძლიერ ქალებად არ იბადებიან,მათ ცხოვრება აქცევთ ასეთათ. ერთ დღესაც 1 წლის შვილით ქუჩაში აღმოვჩნდი დაუდევარი ადამიანის გამო. ვერც გავაცნობიერე, რომ ყველაფერი ერთ დღეში დავკარგე… მანამდე 9 წელი ვიბრძოდი,  რომ ჩემი პრინცესა დაბადებულიყო,ამ ბრძოლას შეეწირა ჩემი ჯანმრთელობაც და წონაც,140 კგ-მდე ავედი….ქუჩაში მყოფი მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: ან ამოვიდოდი ამ ფსკერიდან ან ფსკერზე დავტოვებდი სიცოხლეს,რადგან ადამიანს ორი შანსი გაქვს, ან კვდები,ან თავს  ძალა დაატანო, წინააღმდეგობა გასწიო და ფსკერიდან ამოხვიდე…

 

გვიყვება, რომ ყველაფერს შვილის სიყვარულის გამო მოერია. მოერია დიდი შრომის, ჯანმრთელობის შეწირვის, ნერვიულობის, ბევრ რამეზე უარის თქმის ფასად, მაგრამ ღირსეულად:

 

  • სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შემხვდა,სიცოცხლისთვისაც ვიბრძოლე,მხოლოდ ბარბარეს გამო…მქონია დღეები,სამსახურში წასულს გზის ფული არ მქონია და მიფიქრია, ბაბის დღეს რას მივუტანდი. ბევრჯერ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ჩამოსულს სადილის ქვაბისთვის  თავი ამიხდია  და მხოლოდ ჩემი შვილის სამყოფი საჭმელი რომ დამხვედრია, მე მხოლოდ წყალი  დამილევია და მშიერს დამიძინია. ვერ გეტყვით, როგორ დავძლიე ამდენი რამ,დღესაც მიჭირს გააზრება,ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლიც,ძალადობისაც,შეურაცხყოფის ობიექტიც ვყოფულვარ და კიდევ ძალიან ბევრი რამის,მაგრამ ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი: მე უნდა დავმდგარიყავი ფეხზე,იმაზე უკეთ,ვიდრე წაქცევამდე! უნდა დამემტიკცებინა ჩემი “მე”, დამემტკიცებინა ის, რომ მე შევძელი,  ჩემ თავთან უნდა მომეგო ყველა ომი….

ამბობს, რომ სწორედ ამ ბრძოლაში გააცნიბიერა საკუთარი ძალა. გააცნობიერა ის, რომ ყველაფერი ადამიანის ხელშია და სხვადასხვა დაბრკოლებებისთვის საკუთარი წარუმატებლობის დაბრალება მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლებაა:

  • ყოველთვის ვცდილობ შევქმნა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია,ისეთი როგორიც არასდროს ვყოფილვარ,მუდმივად მაქვს სარკის ეფექტი,თუ რამე ჩემ ცხოვრებაში არ მომწონს ისევ ჩემი თავია. ვცდილო, ვიმუშაო პირად განვითარებაზე. როცა რაღაც ისე ვერ არის,ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. ცხოვრებაში უამრავი გამოცდილება დამიგროვდა,მარტივი გზა არ ყოფილა ჩემი გზა.
  • მადლობა უფალს,ყველაწინაღობისთვის,წაქცევისთვის,იმედგაცრუებისთვის,და იცით რატომ?ყოველ ჯერზე მაძლიერებს,ვსწავლობ იმაზე მყარად წამოვდგე ფეხზე,ვიდრე წაქცევამდე ვიდექი,ვსწავლობ საკუთარ თავთან მუშაობას,გული უკვე იმ ადამიანებზე აღარ მწყდება, ვინც გულს გკტკენს. მიმაჩნია, რომ ისევ შენი ბრალია: სადამდეც მიუშვებ ადამიანს,იქამდე მოვა. დროს აღარ ვკარგავ იმათზე,ვისაც ჩემთვის ნეგატივი მოაქვს,ვცდილობ ვიყო წარმატებული ადამიანების გარემოცვაში,ვიყო მუდმივად პოზიტიური,ვიყო საუკეთესო ვერსია საკუთარი თავის,ვაკეთო მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე,არ ვაფასებ ნივთებს, ღირებულება ადამიანობაშია და არა ქონებაში!

ქალბატონი მაია ამბობს, რომ თუ გინდა გქონდეს რაღაც, ამისთვის ბევრი უნდა იშრომო. ამბობს, რომ არასოდეს განიკითხავს არავის,რადგან  არ იცის თითოეულ  ადამიანს რისი გავლა უწევს.

  • სიტყვები ვერასოდეს გადმოსცემენ შეგრძნებებს. არ მიყვარს ჭორაობა,მძულს. ყოველთვის ვტოვებ ზურგს უკან,და ყოველთვის იდგებიან ზურგს უკან ასეთი ადამიანები,მე, უბრალოდ, დრო არ მაქვს სხვისი ცხოვრების განხილვის. მე ძლიერი არ დავბადებულავ,ეს ყველა თვისება მე გამოვიმუშავე.

ამჟამად ქალბატონი მაია წარმატებული ნუტრიციოლოგია, აქვს საკუთარი ცენტრი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი კვების პოპულარიზებას ეწევა და ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც წონის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. ქალბატონი მაიას ენდოკრონოლოგიის მიმართულებითაც კვლავაც ჰყავს პაციენტები  და ეხმარება მათ ონლაინ.

ქალბატონებს ურჩევს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია დატოვონ საკუთარი კომფორტის ზონა. წარმატების გარანტი ხშირად იმ საქმის კეთებაა, რომელიც სულაც არ გიყვართ.

  • დღეს გასაკეთებელი,ხვალ უკვე არ გაკეთდება. გაიღიმეთ უფრო ხშირად,გაეცით მეტი სიყვარული! უანგაროდ აკეთეთ სიკეთე! იმუშავეთ მუდმივად საკუთარ თავზე და  შექმენით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია,ისეთი,როგორიც არასდროს ყოფილხართ…
  • ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის,რომ დღეს მაქვს სრულფასოვანი ოჯახი,არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი შვილი,მეუღლე,რომელიც ყველაზე ნათელი წერტილი აღმოჩნდა ამ ცხოვრებაში, რადგან სწორად შეურჩეული შენი ადამიანი, ეს არის წარმატების, სიმშვიდის, სიძლიერის ტოლფასი….

მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ქალის როლი უდიდესია, მისი თვისებებიდან გამომდინარე:

  • ქალები ბევრად უფრო მიმტევებლები და დამთმობები ვართ,რაც ხელს გვიწყობთ საღი გადაწყვეტილების მიღებაში. ვთვლი, რომ ძლიერი,წარმატებული ქალი,არის ჯანსაღი მომავალი თაობა,რადგან დედა ყოველთვის არი სტიმული და მაგალითი შვილისთვის…

 

  • ჩემო საყვარელო ქალბატომებო,რაც არ უნდა დაეცეთ,რაც არ უნდა გაგიჭირდეთ,მხოლოდ ერთი გახსოვდეთ,უბრალოდ გაიღიმეთ,შეიყვარეთ თქვენი თავი,შეგიძლიათ მხოლოდ ღამით წამოგცვივდეთ ცრემლები,მაგრამ საზოგადოებაში ამაყი,თავაწეული,მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმაურით იარეთ! არასდროს თქვათ,რომ ვერ შეძლებთ. შეძლებთ, შეგიძლიათ ,იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ! არასდროს მისცეთ არავის ,დამცირების,დაკნინების,შეურაწყოფის უფლება! არასდროს არავის მისცეთ უფლება წაგართვათ ოცნებები,მიზნები!

 

  • ჩვენში მუდმივად ცხოვრობს პატარა პრინცესა გოგო,რომელიც მუდმივად ოცნებობს! არასდროს იმუშაოთ სხვის ოცნებებზე,თქვენი ოცნებების ახდენაზე იმუშავეთ!მ არასდროს არავის მისცეთ კალამი თქვენი ცხოვრების ბესცელერის დასაწერად, თავად დაწერეთ და შექმენით თქვენი ისტორია! თუ ერთ ქალმა მაინც შეძლო, ყველას ერთად მით უფრო გამოგვივა! იმუშავეთ პირად განვითარებაზე!

 

ძლიერ ქალებად არ იბადებიან,ისინი ძლიერებად  ყალიბდებიან.

კომენტარის დატოვება