კოლეჯ „ბიდისის“ ღია კარის დღე განსაკუთრებული ემოციებით, საინტერესო შეხვედრებითა და პოზიტიური განწყობით გამოირჩეოდა.
ღონისძიებას „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც კოლეჯის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიზიარეს ამ მნიშვნელოვანი დღის სიხარული.
ჩვენთვის ყოველთვის სასიხარულოა იმ საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და წარმატებული მომავლის შექმნის გზას უხსნის.
ვუსურვებთ კოლეჯ ბიდისის წარმატებას, განვითარებას, მოტივირებულ სტუდენტებსა და კიდევ მრავალ საინტერესო პროექტს!
განათლება ქმნის შესაძლებლობებს, შესაძლებლობები კი — წარმატებულ მომავალს!