ნოემბერი 24, 2024 05:40

ნომინაციაში „წარმატებული მენეჯერი და საქმიანი ქალი 2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონ მაია სიფრაშვილს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება ნომინაციაში „წარმატებული მენეჯერი და საქმიანი ქალი 2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონ
მაია სიფრაშვილს.
ქალბატონი მაია ძალიან აქტიური, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული ქალბატონია.
მისი მიზანი მეტი წარმატებაა და ამისთვის თავდაუზოგავად იბრძვის.
ის გახლავთ ი წნორის სამედიცინო და ჰუმანიტარური სასწავლებლის დამფუძნებელი, ასევე
დამფუძვნებელი ონლაინ მაღაზია forever22-ის მფლობელი.
პარალელურად მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ასევე გახლავთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
დატვირთულ საქმიანობას შესანიშნავად უთავსებს ოჯახს: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, არც ისე მარტივია იყო კარგი ცოლი და მეუღლე და თან უამრავ საქმეს შეეჭიდო, ამას ახერხებს და ზოგადად ქალებს, წარმატებით შეუძლიათ რამდენიმე ვალდებულებას წარმატებით გაართვან თავი.
• ჩვენი ცხოვრების მესამედს სამსახურში ვატარებთ. ზოგჯერ ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, რამდენად არის დამოკიდებული ბიზნესის წარმატება და კარიერული წინსვლა ჩვენს ქცევასა და უნარებზე.
• ქალი, პირველ რიგში, არის დედა. ეს ფაქტი და დაუწერელი კანონია. დედობა ყველაზე რთული საქმიანობაა ამ ქვეყნად და გასამრჯელოც ყველაზე მაღალია. სწორედ იმიტომაა ქალი ძლიერი, რომ ამხელა პასუხისმგებლობასთან გამკლავება შეუძლია.
ამბობს, რომ წინ ბევრი მიზანი და ოცნებაა და ყველა მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად იბრძვის, სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ მისი მთავარი მიღწევა მისი მიზანდასახულობაა:
▪ ჩემი მთავარი მიღწევა არის მონდომება,მიზანდასახულობა და ის, რომ რისკებს არასოდეს ვუშინდები და უკან არასდროს ვიხევ.
მიაჩნია, რომ სწორედ ქალია ძლიერი სქესი:
▪ ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის აღიქმებოდა სუსტ სქესად, მისი ძლიერი მხარეებიც ჩანდა და აღიარებას ჰპოვებდა საუკუნეების მანძილზე. ის, რომ ქალს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი, მას შეუძლია, თავისებურად მიუდგეს პრობლემას, აქტიურად ეძებოს
გადაჭრის გზები, პრობლემა აღმოფხვრას და გამჭრიახი გონებით სასურველ შედეგამდე მიიყვანოს საქმე, ყველასთვის მეტნაკლებად გაგებული და აღქმულია, თუმცა, ბევრი დღემდე ამას ვერ ან არ აღიარებს.
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ქალბატონი მაია ურჩევს, რომ აუცილებლად გარისკონ და არასოდეს დაიხიონ უკან.
▪ გაბედულად გადადგით ნაბიჯები, გარისკეთ ყველა შემთხვევაში! შეგხვდებათ ბარიერები, მაგრამ არ შეშინდეთ და არასდროს დაიხიონ უკან!

კომენტარის დატოვება