მაისი 29, 2024 21:50

N3 ჟურნალის – “Business Women Magazine”-ს პრეზენტაცია

2024 წლის 30 მარტს ლიდერ ქალთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა N3 ჟურნალის – “Business Women Magazine”-ს პრეზენტაცია.

ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალები ეტაპობრივად გამოიცემა, სადაც ჩვენი ქალბატონებისა და მათი საქმიანობის შესახებ წარმოდგენილია ინფორმაცია.

ჟურნალის ტირაჟი საკმაოდ დიდია, გამოიცა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. მოცემული ჟურნალები ხელმისაწვდომია ყველასთვის.

რაც მთავარია და რაც ერთ-ერთი მთავარი ნიშაა ჩვენს მიერ გამოშვებული ჟურნალების, არის ის, რომ ისინი მუდმივად იგზავნება სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, თუ კომპანიებში.

მოცემული ჟურნალით დაინტერესება საკმაოდ დიდია, მომავალ თვეს კი იგეგმება ახალი ტირაჟის პრეზენტაცია.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე დამსწრე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიტყვით გამოსვლის, თავიანთ მიღწევებზე საუბრისა და სამომავლო გეგმების ფართო ასპარეზზე გამოტანის.

ლიდერ ქალთა საზოგადოებამ ქალბატონებს გააცნო სამომავლო გეგმები, ხედვები და პერსპექტივები. საკმაოდ ნაყოფიერი და ინფორმაციული შეხვედრა შედგა.

რაც მთავარია, ერთ-ერთი საინტერესო სიახლეა ისიც, რომ მოცემული გამოშვების ინგლისურენოვანი ტირაჟი უკვე გაგზავნილია სხვადასხვა ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი…

ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურად ჩატარდება საქმიანი შეხვედრები, რომელსაც წარუძღვება ამავე საზოგადოების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, ვაკო ყორღანაშვილი.

იგი დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს გააცნობს “ლიდერ ქალთა საზოგადოებას”, წარმატებულ ქალბატონებს და მათი სახელები კიდევ ერთხელ, საქართველოს მიღმა, ამაყად გაჟღერდება.

ლიდერ ქალთა საზოგადოება ამაყობს თქვენით!

კომენტარის დატოვება