ნოემბერი 24, 2024 17:04

N…Art handmade დამზადებულია საქართველოში – “ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია

“ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ხელნაკეთი მინანქრის სამკაულების ბრენდი
 „N…Art Handmade“
დამფუძნებელი ქალბატონი ნინო ჩხაბერიძე გვიყვება ბრენდის სახელის ისტორიას:
• ამ სახელში გაერთიანებული მაქვს მთელი ჩემი ცხოვრება N როგორც ჩემი სახელის საწყისი, სამი წერტილი რომელიც მეუღლეს და ორ შვილს მოიაზრებს,Art handmade ხელნაკეთი,როგორც ხელოვნება.შეიძლება ახლა ამ ყველაფერს ერთად აქვს თავი მოყრილი, მაგრამ ცხოვრების ეტაპებზე ისინი ყოველთვის თავს მახსენებდნენ.
მიჭირს მაინც აღნიშვნა,რომ ხელოვანი ადამიანი ვარ ამას უფრო სხვები მიმანიშნებენ ხოლმე…
ქალბატონი ნინო ბრენდის შექმნის ამბავსაც გვიყვება:
• ბრენდის შექმნისკენ ვისწრაფოდი, ვფიქრობდი, რომ კონკურენტულ გარემოში ბრენდი და შეფუთვა მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ბიზნესის განვითარებისთვის.როდესაც ტიხრული მინანქრის შესწავლა დავიწყე ვიცოდი კიდეც ბაზარზე როგორ გავსულიყავი და ამისთვის 3 წლის წინ შევქმენი საკუთარი ლოგო, ფეისბუქ სივრცე და შეფუთვა… დღეს უკვე 9000 მდე გამომწერი და შესაბამისად, პოტენციური მომხმარებელი მყავს.
• მოგეხსენებათ ვსაქმიანობ იმერეთში და იმის გამო, რომ არ შემექმნა მომხმარებლის მოზიდვის პრობლემა დანარჩენი ქალაქებიდან დავიწყე ფოსტის მეშვეობით შეკვეთების მიწოდება ყველა ქალაქსა და რეგიონში.დღეს უკვე შემიძლია ვთქვა რომ თითქმის ყველა დიდ ქალაქში მყავს ჩემი ერთგული მომხმარებელი…პროფესიით მენეჯერი ვარ და ვცდილობ მმართველობითი ნიჭებით სწორად წარვმართო ბიზნესი,რომელსაც საკუთარი ხელოვნების ხარჯზე ვქმნი…
ამბობს, რომ მიუხედავად იმისა,რომ მთავარი ღერძი საქმიანობის არის ტიხრული მინანქარი, ცდილობს სიახლეებზე იყოს ორიენტირებული და მინანქართან ერთად მომხმარებელს მეტი ასორტიმენტო შესთავაზოს…
• პარალელურად ვამზადებ ფერადი ქვის სამკაულს,ნატურალური ტყავის სამაჯურებს სხვადასხვა გრავირებით(ამას თავად ვიფიქრებ და მომხმარებლის ინტერესსაც ვითვალისწინებ); ვაწყობ მარგალიტის კოლიეებს და თამარის ჯვრით ყელსაბამებს.ასევე ვამზადებ კედლის დეკორატიულ სარკეებს… სეზონურად მომხმარებელს ვთავაზობ თემატურ სამკაულს (საახალწლო,სარვამარტო,სასიყვარულო და ა.შ.
ქალბატონი ნინო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა ამას, ფაქტია, რომ ქართველი ქალები არიან ოჯახის ბურჯები.
• უნდა ვაღიაროთ,რომ ქართველი ქალები დღესდღეობით ოჯახის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.ისინი არ უშინდებიან სირთულეებს და წინ იყურებიან რათა ოჯახი გამოკვებონ.არ ვიცი ვინ როგორ აღიარებს ამას, მაგრამ ჩემი კონკრეტული აზრი ასეთია…
• მე უკვე მყავს თანამშრომელი ქალი,რომელსაც თავად შევასწავლე ტიხრული მინანქრის ხელოვნება და ის უკვე ჩემს სახელოსნოში მუშაობს. მაქვს დაგეგმილი სამოსწავლო კურსების დაწყებაც ქალებისთვის და არამარტო მათთვის.

კომენტარის დატოვება