ნოემბერი 24, 2024 07:26

Maksweets-ჯანმრთელობისათვის ყველაზე სასარგებლო, ქართული დესერტი.

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ხელნაკეთი, ნატურალური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „მაკსვითსი“.
Maksweets – ეს არის ხელით, სათითაოდ, განსაკუთრებული მონდომებითa და სიყვარულით დამზადებული ტკბილეული.
ტკბილეულის შემადგენლობაში ქართული, ნატურალური პროდუქტები შედის და პროდუქცია სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ტკბილეული არ შეიცავს შაქარს.
ძირითადი ინგრედიენტი, ჩირი განსაკუთრებით სასარგებლოა. ჩირი ჩვეულებრივი ხილის კონცენტრაციაა. მასში ნარჩუნდება ყველა ის ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება, რაც ხილშია. კონკრეტულად კი: კალცი, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი. ასევე A ,B, და P ვიტამინები. ჩირი ასევე კარგად ინახავს საკვები ქსოვილის უჯრედისს, რომელიც აუცილებელია საჭმლის ნორმალური გადამუშავებისთვის.
ტკბილეულის შექმნის იდეა ქალბატონ მაია ბაბუნაშვილს მაშინ მოუვიდა, როცა ახალი წლის დღეებში სტუმრებმა დააპირეს მოსვლა და მას სურდა, ყველასთვის უკვე მობეზრებული კერძების გარდა, რაიმე საინტერესო და განსხვავებული შეეთავაზებინა მათთვის. რაკიღა თაფლი, თხილეული, შოკოლადი და ჩირი მის სახლში მუდმივად იყო და თავადაც კერძების მზადებისას ფანტაზიას არასოდეს უჩიოდა, სახელდახელოდ მოამზადა ტკბილეული, რომელმაც უკლებლივ ყველა სტუმრის აღფრთოვანება გამოიწვია.
შემდეგ მოუვიდა იდეა, რომ მსგავსი ტკბილეული დაემზადებინა და მის სახლთან ახლოს მდებარე მაღაზია „ბადაგში“ ჩაეტანა გასაყიდად. იდეამ გაამართლა, რადგან ზუსტად ერთ საათში მთელი ტკბილეული გაქრა დახლიდან. მაშინ გადაწყვიტა ქალბატონმა მაიამ, რომ ეწარმოებინა მისი საავტორო ტკბილეული და თანდათან ასორტიმენტიც გაეფართოვებინა.
კომპანიის სახელიც მისი შემოქმედის, ქალბატონი მაიას კნინობითი სახელიდან მომდინარეობს – maksweets.
Maksweets- ეს არის ჯანმრთელობისათვის ყველაზე სასარგებლო, ქართული დესერტი.
ის დღემდე ქალბატონი მაიას ხელით ოჯახურად მზადდება და ნატურალური პროდუქტების გარდა, არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ დანამატს, შაქარსა თუ არომატიზატორებს.
ქალბატონ მაიას ტკბილეულის წარმოება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა, თუმცა პანდემიის პერიოდი აღმოჩნდა მისთვის მოტივატორი, ისევ დაეწყო შეჩერებული საქმე და ამჯერადაც დიდ წარმატებას მიაღწია.
„ჩემს ტკბილეულს გამოარჩევს ის, რომ აბსოლუტურად ხელნაკეთია და შინ, ოჯახურად დამზადებული ყველა წესის დაცვით. ჩემი მთავარი სურვილი იყო ბავშვებამდე მიმეტანა ჩირეული ისეთი ფორმით, რომ მათთვის სასიამოვნო საჭმელი ყოფილიყო, რადგან ისინი ხშირად არ ჭამენ სუფთა სახით ჩირეულს, არადა სასარგებლოა იმუნიტეტისთვის, ჯანმრთელობისთვის.“ – ამბობს ქალბატონი მაია და გვიზიარებს სამომავლო გეგმებს, რომ აპირებს Maksweets-ის ასორტიმენტის გაფართოებას.
ქალბატონი მაია პირადი გამოცდილებიდან ამბობს, რომ ქალებს უდიდესი როლი აქვს ჩვენს საზოგადოებაში, რადგან ქალზე დამოკიდებულია ოჯახის, შვილების საერთო წარმატება და გარდა ამისა, აქტიურ ქალს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია საზოგადოების სასარგებლოდ.
ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ საქმიანობას ურჩევს, რომ დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების, იწამონ, რომ გამოუვათ და არ გაჩერდნენ:
„მთავარია, რომ მიზნისკენ მუდმივად მიდიოდეთ. უნდა მოინდომოთ და ყველაფერი გამოგივათ. არ უნდა გაჩერდეთ, პატარა დამარცხებებმა არ უნდა შეგაშინოთ, სხვების ეჭვნარევ კითხვებს შენს შესაძლებლობებთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მიაქციოთ და საკუთარ ძალებს უნდა ენდოთ – ამ შემთხვევაში ყველაფერს მიაღწევთ!“

კომენტარის დატოვება