თებერვალი 27, 2024 03:30

Everlady- ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორი

,,ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია Everlady

რომლის დამფუძნებელიც გახლავთ მარიამ მახარობლიძე. 2018 წლიდან Everlady  მომხმარებლებს მარიამის საავტორო ნამუშევრებს სთავაზობს. ქალბატონი მარიამი ყველა ასაკის ქალბატონის შესაფერის მოდელებს ამზადებს, მას სურს, რომ მისი პროდუქცია ყველას გემოვნებაში ჯდებოდეს და  ყველას ჰქონდეს თავისი “everlady”.

მარიამ მახარობლიძე გვიყვება გზას იდეის გაჩენიდან მის ხორცშესხმამდე:

-მყავს პატარა ბიჭი, დავიწყე ფიქრი რა შეიძლება გამეკეთებინა, რომ მისთვისაც მქონოდა დრო და თან საქმე მეკეთებინა, ჩემი პროფესიაც მეხმარება სწორად მივიტანო პროდუქტი მომხმარებლამდე, ბევრი ცდის შემდეგ მივიღე ის პროდუქტი როგორი სახითაც არის დღეს, ბაზრის კვლევის ჩატარების შემდეგ დავრწმუნდი, რომ  ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის პროდუქცია არ არის.

ყველა მოდელი არის საავტორო ნამუშევარი, ჩემი დიზაინით და ტექნიკით შესრულებული, ამაში მომხმარებლების უკუკავშირის დროსაც ვრწმუნდები, რომ “everlady” ყველასგან განსხვავდება. მყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი რომელიც ისევ და ისევ აგრძელებს შეძენას.

მარიამი ფიქრობს, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ის რაზეც იმუშავებს და რასაც მოინდომებს.

-წარმატება წარუმატებლობის გარეშე არ არსებობს.მთავარია არ შეგეშინდეს და მიზნისკენ იარო.!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.