„წლის აღმოჩენა, ხელნაკეთი და ინდივიდუალური ბრენდი -2022“ წარმოგიდგენთ კომპანიას „ჩემი ჯემი“
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში
„წლის აღმოჩენა, ხელნაკეთი და ინდივიდუალური ბრენდი -2022“
წარმოგიდგენთ კომპანიას „ჩემი ჯემი“.
„ჩემი ჯემი“ დედა-შვილის დაარსებული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია. მათ სჯერათ ქვების ენერგეტიკის, სარგებლიანობის და სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ სამკაულები და ამ ქვებს სხვებისთვისაც მოეტანათ სიკეთე.
ქალბატონ ნატოს ქვების სიყვარული და ინტერესი აწოდებს სამკაულის შექმნის იდეას. ამბობს, რომ ჯერ ქვას ეცნობა, აკვირდება და ამ პროცესში მოსდის იდეა და ზუსტად იცის, რა ქვას რა მეტალსა თუ დიზაინს შეუხამებს.
კესო ვასაძე ბერნდის მარკეტინგს კურირებს. როგორც ამბობს, იმისთვის, რომ მათი სამკაულები ცნობილი და პოპულარული გამხდარიყო, ბევრი შრომა არ დასჭირვებია, რადგან განსხვავებული დიზაინის მქონე, მთელი გულით ნამუშევარი და ნაფიქრი სამკაულები თავადვე იკვლევენ გზას მომხმარებლის გულებისკენ. სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე ბრენდის მიმართ დაინტერესება დღითი-დღე იზრება.
მათი ნიშა განსხვავებულობა, ხარისხი და ინდივიდუალურობაა. მათი პროდუქცია გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებზე, დიზაინი და ხარისხი მუდმივად იხვეწება და ვითარდება.
ქალბატონი ნატო ამბობს, რომ მისი ნამუშევრები ბევრჯერ არ მეორდება და ყოველთვის ფიქრობს ახალ დიზაინზე.
- მე მომწონს რასაც ვაკეთებ და მინდოდა სხვასაც მოსწონებოდა. თუმცა ეს მარტივი არ არის, რადგან ამისთვის საჭიროა გქონდეს შესაბამისი შესაძლებლობები და ტექნიკა, რომ შენი იდეა ისე შეასრულო , დახვეწო და შესთავაზო მომხმარებელს, რომ მათაც მოეწონოთ. ჩემი იდეების სრულყოფაში მეხმარება შესანიშნავი ადამიანი და იუველირი ავთო ჩიკვაიძე, რომელსაც აბსოლიტური სიზუსტით შეუძლია ჩემი ჩანაფიქრის მეტალში გაცოცხლება.
- მიყვარს ქვები, მაინტერესების მათი ენერგეტიკა, მჯერა, რომ მათ სარგებლის მოტანა, დახმარება შეუძლიათ ადამიანებისთვის. ჩემი ქვებისადმი სიყვარული კარგად ჩანს ჩემს ნამუშევრებშიც, რადგან მათ სწორედ ქვებს ვარგებ. ყველა ქვას აქვს თავისი შინაარსი და დატვირთვა, აქვს ე.წ. გამოყენების წესებიც,მაგალითად რომელ მეტალთან შეგიძლიათ გამოიყენოთ ესა თუ ის ქვა და ა.შ.
- ძალიან გამიხარდა, რომ სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე დიდი ინტერესი გამოვიწვიეთ. ადამიანები გვyწერდნენ, რომ ასეთი განსხვავებული ნამუშევრები აქამდე არ ენახათ და ეს ჩვენთვის იყო და არის უდიდესი სტიმული, რომ შევქმნათ კიდევ უფრო განხვავებული, ხარისხიანი და ლამაზი სამკაული.