ეკა მუზაშვილი – “წლის ტალანტი 2022”
განსაკუთრებული ხმის ტემბრით, გამორჩეული, ნიჭიერი და სიმღერაზე უსაზღვროდ შეყვარებული, 18 წლის ეკუნა მუზაშვილი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მუდმივად სიახლეების ძიებაშია.
მუსიკალური სასწავლებელი საფორტეპიანო განხრით უკვე დაასრულა, პარალელურად სამოდელო სააგენტოში საკუთარი ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა.
აკადემია ,,გვირილამ“ კი კიდევ უფრო მეტი წარმატება მოუტანა და ახლა მისი შემოქმედება 5 ვიდეო რგოლს ითვლის. რამდენიმე წლის წინ საუკეთესო კლიპისთვის დააჯილდოვეს და მალევე სიმღერის კონკურში პირველი ადგილიც აიღო, აშშ, ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა ოქროს მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა.ახლა ეკა აბიტურიენტია და მისაღები გამოცდებისთვის ემზადება, პარალელურადკი მღერის.
ლიდერ ქალთა საზოგადოების ბორდის წევრებმა ეკას ” წლის ტალანტი 2022 ” – ის ტიტული მიანიჭა