ოქტომბერი 2, 2025 02:52

ბიდისი აკადემია, ლიდერ ქალთა საზოგადოება და Action Against Hunger აერთიანებენ ძალებს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის

ბიდისი აკადემიამ, ლიდერ ქალთა საზოგადოებამ და ორგანიზაციამ Action Against Hunger სამხრეთ კავკასიაში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს პროექტის ფარგლებში – „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული თანასწორობის ზრდისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში”. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის – „თანადგომა” ხელმძღვანელობით.

თანამშრომლობის მთავარი მიზანია „რბილი უნარების განვითარება დასაქმებისთვის” კომპონენტის ინტეგრირება ბიდისი აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებში. პროგრამის ეს კომპონენტი ეფუძნება სოციალური და ეკონომიკური განვითარების SHUTTLE მეთოდოლოგიას, რომელიც 2013 წელს ესპანეთში შეიქმნა. 2015 წლიდან ამ მეთოდოლოგიას Action Against Hunger სამხრეთ კავკასიის რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ბიდისი აკადემიასთან ერთად, Action Against Hunger-ის სამომავლო გეგმებში შედის:

  • მეთოდოლოგიის ადაპტაცია აკადემიის სპეციფიკურ საჭიროებებზე
  • სასწავლო მოდულის და დამხმარე რესურსების შემუშავება
  • „რბილი უნარების განვითარება დასაქმებისთვის” კომპონენტის პილოტირება და მისი გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების შრომის ბაზარზე ინტეგრაციას, მათი უნარების გაძლიერებას და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

თანამშრომლობის მხარეები იმედოვნებენ, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება