ნოემბერი 22, 2024 10:58

ნომინაციაში “ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობების განმტკიცების სფეროში შეტანილი წვლილისთვის – 2024″ წარდგენილია პატრიცია დელონი

ცხოვრებაში გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი მრავალმხრივი ნიჭით, შეუპოვრობითა და ცხოვრებისეული ფილოსოფიით გამოირჩევიან. ასეთია ქალბატონი,პატრიცია დელონი, რომელიც საკუთარ თავს “პროფესიით ადამიანს” უწოდებს. მისი ცხოვრების ისტორია არის ინსპირაცია და მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას მრავალ სფეროში, არ დაკარგოს ჰუმანურობა და დარჩეს ერთგული საკუთარი ღირებულებებისა.

ადრეული ასაკიდანვე, პატრიცია დელონი გამოირჩეოდა ცნობისმოყვარეობითა და სწავლის წყურვილით. მან გადაწყვიტა დაუფლებოდა მრავალ პროფესიას, რათა გაელამაზებინა საკუთარი, თავისი ორი შვილის და ახლობლების ცხოვრება. მისი პირველი ნაბიჯი ამ გზაზე იყო ეკონომიკის შესწავლა, რამაც მას მისცა საფუძველი ბიზნესის სამყაროში წარმატების მისაღწევად.

ეკონომისტის დიპლომით ხელში, შეუდგა კარიერის აწყობას, მისი უნარი – სწრაფად მოერგოს ცვალებად გარემოს – საშუალებას აძლევდა ემართა მრავალფეროვანი ბიზნესი. თუმცა, მისი ამბიციები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი სფეროთი. გააცნობიერა რა უცხო ენების მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში, მან შეისწავლა ათი ენა, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა და მის ინტელექტუალურ მოქნილობაზე მეტყველებს.

მაგრამ პატრიცია დელონი არ არის მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენი. იგი თავს მიიჩნევს “მაქსიმალისტად” და ცდილობს იყოს საუკეთესო ყველაფერში, რასაც აკეთებს. მისთვის უმნიშვნელოვანესია იყოს კარგი დედის მაგალითი და შესანიშნავი დიასახლისი. მისი ცხოვრების ფილოსოფია ეფუძნება სიკეთეს, ერთგულებას და მეგობრობას. მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, რომლებიც, როგორც თვითონ აღნიშნავს, არ აკლდა მის გზას, იგი რჩება ძლიერ ქალად, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს.

იგი არის ექვსი წიგნის ავტორი, რაც მის ლიტერატურულ ნიჭზე მეტყველებს. გარდა ამისა, მას აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი და შექმნა უამრავი ტილო. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რაც მის მხატვრულ ტალანტს საერთაშორისო აღიარებას ანიჭებს.

პატრიცია დელონი ასევე გამოირჩევა უნიკალური სტილით, რომელსაც თვითონვე ქმნის. იგი არასდროს საჭიროებდა დიზაინერის დახმარებას – თავად ირჩევს საკუთარ ჩაცმულობას, ქმნის სახლისა და ბაღის დიზაინს, არჩევს თმის ვარცხნილობასა და მაკიაჟს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მრავალმხრივ ნიჭსა და კრეატიულობას.

მიუხედავად ამდენი მიღწევისა, პატრიციას ყველაზე დიდი სიამაყის წყარო მისი შვილებია. იგი თვლის, რომ ქალს უდიდესი როლი აკისრია მომავალი თაობის აღზრდასა და ფორმირებაში. სწორედ ამიტომ, იგი მუდმივად იცავს ქალთა ინტერესებს და უფლებებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

საზოგადოება მას წარმატებულ ადამიანად მიიჩნევს, და იგი ყოველდღიურად გრძნობს ადამიანების სიყვარულს. მიუხედავად ამისა, იგი რჩება თავმდაბალი და ოპტიმისტი. „არასოდეს შევცვლილვარ, მიუხედავად ჩემი ფინანსური მდგომარეობისა. გადატანითი მნიშვნელობით მშიერიც და ნასადილევიც ერთნაირად ვიღიმი. „

წარმატების მისაღწევად საჭიროა მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ, სიმამაცე გამოწვევების წინაშე და რწმენა საკუთარი შესაძლებლობების. იგი არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანს შეუძლია იყოს წარმატებული მრავალ სფეროში – ბიზნესში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში – და ამავდროულად დარჩეს ღირსეული ადამიანი, კარგი დედა და მეგობარი.

 

კომენტარის დატოვება