ნოემბერი 22, 2024 07:17

ნომინაციაში “წარმატებული მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი – 2024” წარდგენილია შორენა ხარებავა

შორენა ხარებავა არის წარმატებული ქალბატონი ქართულ სამედიცინო სამყაროში. იგი გამორჩეული პიროვნებაა, რომელმაც შეძლო მრავალმხრივი სამედიცინო ცოდნის შეძენა. შორენა თერაპევტი, ჰომეოპათი, ბიორეგულაციური მედიცინის ოსტატი და ირიდოლოგია – ეს მხოლოდ ნაწილია მისი პროფესიული საქმიანობისა. მან საპატიო სტატუსი მოიპოვა საერთაშორისო ირიდოლოგიურ ასოციაციაში (IIPA) და წარმოადგენს მათ საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიის რეგიონში.

შორენას სამედიცინო გზა დაიწყო კლასიკური განათლებით, თუმცა 2003 წელს მან რადიკალურად შეცვალა კურსი, როდესაც მისმა განათლებულმა და ცოდნის მოყვარულმა დეიდამ, ლიანა ორაგველიძემ, გაუზიარა ჰომეოპათიისა და ირიდოლოგიის საიდუმლოებანი. ამ უნიკალურმა გზამ შორენა მიიყვანა ევროკავშირის მიერ აკრედიტებულ ჰომეოპათიურ აკადემიაში, სადაც მან მიიღო კლასიკური განათლება და გახდა საერთაშორისო ირიდოლოგიური ასოციაციის საპატიო ასპირანტი.

2010 წლიდან შორენამ გახსნა თავისი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელმაც მალევე დიდი წარმატება და აღიარება მოიპოვა როგორც ზრდასრულ, ისე ბავშვ პაციენტთა მკურნალობის კუთხით. მისი პაციენტების რაოდენობა სწრაფად გასცდა საქართველოს საზღვრებს, რაც მეტყველებს მის პროფესიონალიზმზე. 2018 წლიდან შორენა წარმატებით ხელმძღვანელობს სადეზინფექციო კომპანია “სუფთა ვარსკვლავს”, რომლის უმაღლესი ხარისხის მომსახურებამ პანდემიის დროს კომპანია წამყვან პოზიციაზე დააყენა და ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ცნობილ კომპანიად აქცია.

2022 წელს შორენას უნიკალურმა ხედვამ და ხელმძღვანელობამ საშუალება მისცა დაეფუძნებინა ინტეგრალური მედიცინის ცენტრი, რომლის ანალოგიც არ არსებობს საქართველოში. იგი მონაწილე იყო “აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში. შორენას მტკიცე გეგმაა, რომ საქართველო გახდეს საერთაშორისო ირიდოლოგიური ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი და დააარსოს ქვეყანაში პირველი ირიდოლოგიის სასწავლო სკოლა. ამავდროულად, მან უკვე შეიმუშავა არაჩვეულებრივი და ინოვაციური სანატორიუმის პროექტი, რომლის მსგავსიც ჯერ არ არსებობს საქართველოში და რაც უდავოდ წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის სამედიცინო განვითარების კუთხით.

შორენა დარწმუნებულია, რომ ქალის ყოფნა უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს სამედიცინო პროფესიაში. იგი თვლის, რომ ქალები ბუნებრივად უფრო მედეგნი და გამძლენი არიან სტრესისადმი, აქვთ უნარი შეინარჩუნონ კონცენტრაცია და ფოკუსირება საკითხებზე, რაც საშუალებას აძლევს მათ ჯიუტად იბრძოლონ წარმატებისთვის, თუნდაც პატარა ნაბიჯების საშუალებით. შორენა აღნიშნავს, რომ ემოციურობა, ადამიანებისა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება, კომუნიკაბელურობა და სიმტკიცე წარმოადგენს ქალი ექიმების უდიდეს უპირატესობებს და აძლიერებს მათ პროფესიულ მიდგომებს.

კომენტარის დატოვება