ნოემბერი 25, 2024 00:13

ნომინაციაში ,,ლიდერი სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში-2023″ წარდგენილია ექიმი-კოსმეტოლოგი ნინო თარგამაძე

ქალბატონ ნინოს 2018 წლიდან აქვს საკუთარი ესთეტიკის ცენტრი LUX SKIN.

LUXSKIN-ი არის ესთეტიკის ცენტრი, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა მაღალ ხარისხიანი მომსახურებით🌸

✅ტუჩის ფილერი

✅ცხვირის რინოპლასტიკა

✅წარბის/წამწამის ლამინირება

✅წამწამების ღეროვანი დაგრძელება

პიკოწამიერი ლაზერი(არასასურველი ტატუს გაქრობა)

✅სახის ღრმა წმენდა

✅ეპილაცია

ნინო ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში ცოდნის გაღრმავების მიზნით. ასევე, ის შეასწავლის პროცედურებს სილამაზის სფეროში, რაზეც გასცემს სერტიფიკატს.

თავისუფალ დროს ქალბატონი ნინო ამზადებს სამკაულებს რომლის რეალიზებასაც საზღვარგარეთის ქვეყნებში ახდენს.

-გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

-მიუხედავად იმისა, რომ ქალებს მოიაზრებენ, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს ვფიქრობ, რომ ქალები ძალიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები ვართ და სადაც თავდაუღალავი შრომა, სტიმული და მონდომებაა ნებისმიერ საქმეში ვაღწევთ წარმატებას.

ქალი ანიჭებს სიცოცხლეს კაცობრიობას და ამაშია მისი უნიკალურობა. ქალს შეუძლია ერთდროულად აკეთოს ბევრი საქმე, გაზარდოს შვილი, იზრუნოს ოჯახზე, იზრუნოს საკუთარ სილამაზეზე და ეს ყველაფერი გააკეთოს დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ. ქალი როგორც დედა და როგორც დედაბოძი, მისი როლი საზოგადოებაში ძალიან დიდია.

-რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

-ჩემი მთავარი და უდიდესი მიღწევები ალბათ კიდევ წინ მაქვს, თუმცა ის რომ 34 წლის ასაკში მაქვს საკუთარი ბიზნესი და ვარ დამოუკიდებელი ქალი, ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს ვთვლი რომ ნაწილობრივ ესეც მიღწევაა.

 

-რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-ყველა ქალს ვურჩევდი იყვნენ მეტად დარწმუნებული საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში, მარცხის მიუხედავად არ შეწყვიტონ სვლა და აუცილებლად მიაღწევენ მიზანს.!

კომენტარის დატოვება