აპრილი 29, 2024 01:34

ნომინაციაში ,,განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის”-2023 წარდგენილია თამარ კაკუტია

თამარ კაკუტია გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი.

ქალბატონი თამარი 2004 წლიდან მუშაობს განათლების სისტემაში სხვა და სხვა წამყვან პოზიციებზე.

მას ასევე, 10 წლიანი გამოცდილება აქვს სტუდენტებთან მუშაობის. 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს,  ჯერ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში-სეუ-ში“.

ასევე, მას აქვს მიღებული ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო, მედალი – საგრანტო კონკურსში გამარჯვებისთვის.

-ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის წარმართვაში….

-ყოველ შემთხვევაში ხელს არ მიშლის, ვინაიდან მაგალითი ვარ იმისა, რომ ქალსაც შეუძლია ისეთ პოზიციაზე მუშაობა, რომელიც საქართველოში, საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებით მამაკაცის თანამდებობად მიაჩნდათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2004-2008 წლებში ვიკავებდი განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას.

ვფიქრობ, დღესაც დარჩა სამინისტროს ინსტიტუციურ მეხსიერებას ჩემი და ჩემი გუნდის მიერ სამართლებრივი და სამართლიანობის პრინციპის დაცვით მიღებული არაერთი გადაწყვეტილება.

-რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

-სტუდენტებთან მუშაობის შესაძლებლობას, რა დროსაც შანსი მეძლევა წლების მანძილზე მიღებული გამოცდილება გავუზიარო სტუდენტებს. დიდი სიამაყით ვივსები, როდესაც კურსდამთავრებულთა წარმატებებს ვხედავ, რაშიც მიმაჩნია, რომ ჩემი წვლილიც არის.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევა და ასევე მიღწევა ახალგაზრდების სწორი ღირებულებებისა და პრინციპების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანაა. თუმცა პირადი მიღწევად მიმაჩნია როდესაც პროფესიული ცხოვრებიდან გამომდინარე შემიძლია ახალგაზრდა თაობას თვალი თავისუფლად გავუსწორო, როგორც ყოფილმა საჯარო მოხელემ და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრო.

-გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

-ისტორიულად ჩვენი ქვეყნისთვის ქალის როლი განუზომლად დიდია. უამრავი მაგალითი გვაქვს როგორც წარსულში, ასევე აწმყოში, და ვფიქრობ მომავალშიც არაერთხელ მოგვეცემა საშუალება ჩვენ როგორც ქალებს წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. მეტი ქალი ყველგან, მეტი თავისუფლება, მეტად პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებად მიმაჩნია.

-რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-არ შეუშინდნენ გამოწვევებსა და სირთულეებს, მართალ საქმეს გამარჯვება მუდამ თან ახლავს. ქალს მისი მიზანდასახულობით და სულიერი სიმტკიცით ნამდვილად შესწევს უნარი იხსნას საზოგადოება მრავალი განსაცდელისაგან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.