ნოემბერი 24, 2024 03:13

ნომინაციაში საუკეთესო საბუღალტრო კომპანია აჭარის რეგიონში -2023 წარმოგიდგენთ შპს ,,ბასს” რომლის დამფუძნებელიც გახლავთ გიული ხიმშიაშვილი

ქალბატონი გიული ხიმშიაშვილი, პროფესიით გახლავთ პედაგოგი, თუმცა 21 წლის ასაკში გადაწყვიტა საკუთარი თავი ბუღალტერიის სფეროში გამოეცადა. გამოცდილების დაგროვების შემდეგ, წამოიწყო საკუთარი ბიზნესი საბუღალტრო მომსახურების გაწევა სხვადასხვა ობიექტებისთვის.

-2018 წლიდან საბუღალტრო მომსახურებასთან ერთად, ახალი მიმართულება დაამატა – რომელიც, გულისხმობს პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელი კურსებს. შპს ,,ბასს”- ი ამ ეტაპზე საბუღალტრო მომსახურებას 40-მდე ობიექტს უწევს და აქტიურად აგრძელებს პრაქტიკული ბუღალტერიის სასწავლო პროგრამასაც.

-21 წლის ასაკში გადავწყვიტე საკუთარი თავი გამომეცადა ბუღალტერიის სფეროში, რასაც , ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებულად გავართვი თავი. პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელი კურსები დავამატე, რათა ხელი შემეწყო იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცდილობენ ბუღალტერიის სფეროში დასაქმებას, თუმცა სჭირდებათ მეტი პრაქტიკული გამოცდილება. დღეს კი, ჩემს გუნდთან ერთად ამას საკმაოდ წარმატებულად ვახერხებ.

ჩემს მთავარ მიღწევად ვთვლი, კოვიდის დასრულების შემდეგ ბიზნესის კრიზისიდან გამოყვანას და დღეს აქტიური მოღვაწეობის გაგრძელებას.

გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

-დღეს საქართველოს საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად, რომ დაძლეულია გენდერული სტერეოტიპები უმეტესწილად ეს ჩვენი-ქალების დამსახურებაა.

ძლიერი, დამოუკიდებელი ქალები ქმნიან ძლიერ და ჯანსაღ საზოგადოებას, შესაბამისად პოზიტიურად იცვლება საზოგადოების დამოკიდებულებაც ქალების მიმართ.

არ დანებდეთ ყველა სირთულის მიუხედავად და გააგრძელეთ არჩეული საქმიანობა.!

კომენტარის დატოვება