„სამშობლოს დესპანი – ნავთობბიზნესის წარმატებული ანალიტიკური მენეჯერი-2022“- ვერა მორჩაძე
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში
„სამშობლოს დესპანი – ნავთობბიზნესის წარმატებული ანალიტიკური მენეჯერი-2022“
წარმოგიდგენთ ქალბატონ ვერა მორჩაძეს.
თელაველ ქალბატონს ძალიან უყვარს საკუთარი ქალაქი და თავისი კუთხე, კახეთი. ემიგრანტობის გამოცდილებამ კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრა საკუთარი ქვეყნის სიყვარული:
• 1989 წელს მამამ მიიღო შეთავაზება ახალი სამსახურიდან და ოჯახს მოგვიწია საქართველოს დატოვება. საცხოვრებლად გადავედით თურქმენეთში. ჩემი ცხოვრების და სამუშაო გამოცდილების გარკვეული პერიოდი ამიტომ არის დაკავშირებული თურქმენეთთან. ადვილი არ იყო ადაპტაცია უცხო ქვეყანაში, მოგეხსენებათ, ნოსტალგიის სენირაოდენ მძიმეა.“ – გვიყვება თავისი განცდების შესახებ ქალბატონი ვერა.
მან წარჩინებით დაამთავრა თურქმენეთის სახელმწიფო ინსტიტუტი ინგლისური ენის განხრით. სტუდენტობის პერიოდში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ნევადის უნივერსიტეტში, აშშ-ში, ქალაქი რინოში.
როგორც თავად ამბობს, სწორედ სწავლის აღნიშნული პერიოდი აღმოჩნდა გარდამტეხი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში:
• ზუსტად ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სიღრმისეულად გავიაზრე, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის იყო შრომისმოყვარე, შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული და წარმატებული. ძალიან დამეხმარა და ახლაც მეხმარება ეს თვისებები.
სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ამერიკულ კორპორაციაში CASE ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორად. ამ პერიოდში თურქმენეთში ოპერირება დაიწყო ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ Starwood, რომელიც წარმოდგენილი იყო “Sheraton Grand Turkmen” და “Four Points by Shersaton Ak Altin” სასტუმროების კომპლექსით. წარმატებით გაიარა გამოცხადებული კონკურსი და დაინიშნა ზემოხსენებული სასტუმროების ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. როგორც თავად ამბობს, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა მისთვის საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
• უცხოეთში ცხოვრების დროს ჩვენი ოჯახის დევიზი იყო დიდი ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები: “შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!” იმდენად შევისისხლხორცე ზემოაღნიშნული, რომ სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, სწავლისა თუ მუშაობის პერიოდში, დაუღალავად ვეწეოდი ჩემი სამშობლოს პოპულარიზაციას. – ამბობს ქალბატონი ვერა და მისი საქმიანობა მის სიტყვების შესანიშნავი დასტურია.
ქალბატონმა ვერამ თურქმენეთში საქართველოს საელჩოში დაიწყო მუშაობა. იხსენებს, რომ ამან სამშობლოს მიმართ ნოსტალგია ვერ გაუქრო, მაგრამ ოდნავ გაუნელა, რადგან ის უკვე საქართველოს ემსახურებოდა.
• უაღრესად საინტერესო და შრომატევადი იყო საელჩოში მუშაობის პერიოდი. მომიწია მემუშავა დიპლომატიის კორიფესთან ბატონ პეტრე ჩხეიძესთან. დიდი სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებ საელჩოში გატარებულ წლებს და დღემდე ვინარჩუნებ საელჩოსთან კეთილ დამოკიდებულებას.
ქალბატონი ვერა საქართველოში 2010 წლის ბოლოს დაბრუნდა. მუშაობს კომპანიაში „NATIANNA LP-ს (UK) წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში“ ანალიტიკური მენეჯერის თანამდებობაზე. მუშაობს ნავთობბიზნესში, რაც სტერეოტიპულად მამაკაცების საქმედ მიიჩნევა, თუმცა შესანიშნავი განათლების, გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების მქონე ქალბატონს ამ საქმესთან წარმატებით გამკლავება არ გასჭირვებია:
• ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ადვილი არ იყო პირველადი თვითდამკვიდრების პროცესი, მით უმეტეს, თუ პროფესიულ საქმიანობას იწყებ ისეთ სპეციფიკურ ქვეყანაში, როგორიც თურქმენეთი გახლავთ. ამ მხრივ, ქალბატონებს საქართველოში აშკარა უპირატესობა გაგვაჩნია.
ვმუშაობ ნავთობბიზნესში და მიუხედავად დამკვიდრებული აზრისა, რომ ნავთობბიზნესის სფერო უფრო მამაკაცების სამუშაო არეალია, შეხვდებით არაერთ წარმატებულ ქალბატონს. დამეთანხმებით, რომ ყველა საქმიანობას გააჩნია თავისი რთული მხარე, რაც, უპირობოდ, გადაწონა ჩემმა შრომისმოყვარეობამ და გაძლიერებულმა ინტერესმა ამ საქმიანობის მიმართ.
მთავრ მიღწევად ქალბატონი ვერა საკუთარ თავზე გამარჯვებას მიიჩნევს:
• გწამდეს საკუთარი პოტენციალის და შესაძლებლობების – საკუთარ თავზე გამარჯვებაა!
მიაჩნია, რომ ქალებს დიდი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საქართველოში განათლებულ, შრომისმოყვარე და მებრძოლ ქალებს აქვთ წარმატების არეალი:
• მინდა აღვნიშნო, რომ ის მრავალმხრივ განვითარებული საზოგადოება, რაც საქართველოშია, ქალბატონებისთვის იძლევა დასაქმების და მოღვაწეობის დიდი არეალს და შესაძლებლობებს. საქართველოს დღევანდელობა მკაფიოდ ასახავს ქალის როლს თანამედროვე საზოგადოებაში. დღევანდელი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება წარმოუდგენელია ქალის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, საზოგადოებაში მოღვაწე ქალბატონების თამასა ძალიან მაღალია და აუწონელია ქალის როლი საზოგადოებაში. ზუსტად ამ მომენტების გათვალისწინებით, საქართველოში მცხოვრებ ქალბატონებს გვეძლევა შანსი და გვაქვს პოტენციალი უკეთესობისკენ შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული ხარვეზები, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის თანამედროვე და მომავალ ცხოვრებაში და სარგებელი მოვუტანოთ მას.
ქალბატონი თამარი ქალებს, რომლებიც დგანან პროფესიული არჩევანის წინაშე ან დგამენ ნაბიჯებს პროფესიულ საქმიანობაში, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ურჩევს იმ თვისების გამომუშავებას, რითაც თავადვე ხემლძღვანელობს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში:
• საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, მთავარია, ქალბატონებს გააჩნდეთ საკუთარი თავისა და საკუთარი ძალების რწმენა. იზრუნონ მუდამ თვითგანვითარებაზე და არ დასჯერდნენ უკვე მიღწეულს.