აპრილი 20, 2024 17:21

„წარმატებული დიზაინერი, საერთაშორისო ღონისძიებების დამფუძნებელი და ორგანიზატორი – 2022“ – ირმა მანჯგალაძე

„ლიდერ ქალთა საზოგადება“ ნომინაციაში „წარმატებული დიზაინერი, საერთაშორისო ღონისძიებების დამფუძნებელი და ორგანიზატორი – 2022“
წარმოგიდგენთ ბიზნეს ალიანსის ხელმძღვანელს ევროპაში, ქალბატონ
 ირმა მანჯგალაძეს
ქალბატონი ირმა პროფესიით რუსული ენის ფილოლოგია, საქართველოში გახლდათ ასისტენტ-პროფესორი და კითხულობდა ლექციებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში.
ის უკვე 22 წელია ჩეხეთში მოღვაწეობს წარმატებით. გახლავთ ბიზნეს ალიანსის პრეზიდენტი. ასევე საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო ღინისძიებებს, რომელსაც მართავს მაღალი ფენის, ბიზნესის, ხელოვნებისა და უკვე სპორტის წარმომადგენელთა ჩართულობით.
ქალბატონი ირმა ქმნის არაკომერციულ, მაღალი მოდისთვის განკუთვნის ოტკუტურის ტიპის აქსესუარებს, რომლებიც იმდენად პოპულარული და მოთხოვნადი გახდა ევროპის მაღალ საზოგადოებრივ წრეებში, რომ ხშირად იყო მოთხოვნა ჩვენებების მოწყობაზე, რომელში ჩართვაშიც სხვადასხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ დაინტერესებულები, რათა სჭირდებოდათ პირადი კონტაქტები, საკუთარი ბიზნესის წარდგენა ამ საზოგადოების წევრებისათვის, რაც წაადგებოდათ მათ ახალი ბაზრებისა თუ პარტნიორების მოსაზიდად, მსგავსი ტიპის ივენთები კი მათ მცირედი დანახარჯებით დიდ შედეგს ჰპირდებოდა. ასე იქცა პირადი ჩვენებები თანდათან ბიზნესად. ნებისმიერი ღონისძიება იგეგმება ხელისუფლების, პრეზიდენტის ან პრემიერის ან მუნიციპალიტეტების პატრონაჟით ჩეხეთში და ასე იყო იტალიაშიც, სადაც ქალბატონმა ირმამ რეგიონ „გარგანო ფუჯის“ პოპულარიზაციისთვის დაგეგმა მთელი პროგრამა. ჩავიდნენ რეგიონში, სტუმრობდნენ სხვადასხვა ადგილებსა და ბიზნესკომპანიებს, ბოლოს კი გაკეთდა გრანდიოზული ივენთი, სადაც წარმოდგენილი იყო ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი საკვები. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი მცირე და დიდი ბიზნესის წარმომადგენლები. ყველაფერი გაშუქდა მედიასაშუალებებით, რაც მათ პოპულარიზაციაზე იყო გათვლილი.
ქალბატონმა ირმამ საკუთარი ღონისძიებები გახადა მრავალფეროვანი და ბიზნესის წარმომადგენლების გარდა მასში ჩართულია მცირე ბიზნესის, კულტურის, მოდის, სპორტის წარმომადგენლები. ღონისძიები იმართება, როგორც შერეული ფორმატით, ასევე კონკრეტული თემატიკით, ფესტივალების ფორმატით და ა.შ. ქალბატონი ირმა ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს ბიზნეს ურთიერთობების მთელ სტრატეგიას. მსგავსი ღონისძიებები გათვლილია ასევე კულტურის პოპულარიზაციისასა და ხელშეწყობაზე, რაკიღა, როგორც ქალბატონი ირმა ამბობს, კულტურის დაფინანსება ყველა ქვეყანაში შემცირებულია და მათ სჭირდებათ დახმარება. თავად ღონისძიების მოწყობას დიდი ფინანსები სჭირდება და ამ მხრივ მასში ჩართულია ბიზნესორგანიზაციები, ხელისუფლებები და ღონისძიება აძლებს საშუალებას ბიზნესის წარმომადგენლებს ამ ტიპის ღონისძიებების მეშვეობით შევიდნენ ელიტურ წრეებში და მოიძიონ საჭირო კონტაქტები ევროპის მასშტაბით.
ყველაფერი კი შემთხვევითობით დაიწყო:
22 წლის წინ ბავშვთან ერთად სოფელში დასასვენებლად მყოფ ირმასთან ყველა ღამით მოფრინავდა გიგანტური ზომის პეპელა, მაშინ, როცა სამკაულების კეთებას იწყებდა თავის შექცევის მიზნით. ეს ნიშნად მიიღო მან და განაგრძო ამ საქმის კეთება საკუთარი სიამოვნებისთვის.
პირველმა სამკაულმა ოფთალმოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელის, ქალბატონი მაკა გოგიაშვილის აღფრთოვანება დაიმსახურა და მისი შესყიდვა მოინდომა.
• არც მიფიქრია ჩემი სამკაულების გაყიდვა, მოვიხსენი და ვაჩუქე.ეს იყო დიდი ზომის ფოთლის ფორმის სამკაული. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დამიკავშირდა და მითხრა, რომ ბიზნესმენებისა და ელიტის წარმომადგენელთა საერთაშორისო კლუბი, როტარი დაინტერესდა ჩემი სამკაულით და ერთ კვირაში გამიკეთეს გამოფენა. შეშინებაც კი ვერ მოვასწარი, არათუ მომზადება. გავიტანე ის, რაც ამ პერიოდის მანძილზე სოფელში ყოფნისას მქონდა შექმნილი და დიდი წარმატება მხვდა წილად. ეს იყო სექტემბერში და რაკიღა საქართველოში რთული პერიოდი დაიწყო, ერთი ჩანთით წავედი ჩეხეთში. იქ ჩემს ოჯახს ჰქონდა კომპანია და ვფიქრობდი, რომ წავიდოდი რამდენიმე კვირით და სიტუაცია რომ დალაგდებოდა, ჩამოვიდოდი, თუმცა იქ ვცხოვრობ უკვე 22 წელია.
იქაც, ფაბერჟეს მაღაზიაში შესვლისას მისმა სამკაულმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და როცა გაიგეს, რომ საკუთარი ნამუშევარი ეკეთა, სთხოვეს მიეტანა გასაყიდად. ჩეხეთში ყველაზე ძვირადრირებულ მაღაზიებში დაიწყეს მისი სამკაულების გამოფენა ვიტრინებში, რადგან იზიდავდა ხალხს და თავად მაღაზიები ჰყიდდნენ მათ ასტრალური მოგებით. ამბობს, რომ არ დაუგეგმავს ჩეხეთში საკუთარი სამკაულები ყოფილიყო მისი შემოსავლის წყარო, თუმცა თავიდანვე ასე აეწყო, სრულიად შემთხვევით.
კორონას საწყის პერიოდში ქალბატონი ირმა საქართველოში დაბრუნდა და დაწესებული შეზღუდვების გამო აქვე ჩაიკეტა. ესეც ნიშნად მიიღო და გადაწყვიტა აქ, საქართველოში აკეთოს საქმე და თავისი უნარები და შესაძლებლობები სამშობლოს მოახმაროს. მუშაობს პროექტზე „კავკასია – მშვიდობის ტერიტორია“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მიზი მეზობელი კავკასიის ქვეყნების გაერთიანებას ჩვენი და ჩვენი მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებისა და მთავრობების ჩართულობითა და პატრონაჟით.
• ასეთი პრეცედენტი ჯერ არ არსებობს და ძალიან მინდა ჩემი შესაძლებლობებით, კონტაქტებითა და გამოცდილებით ეს შევძლო და შევქმნა მსგავსი გაერთიანება. ეს იქნება აუცილებლად ბიზნესფორუმის ტიპის, ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობით, რა თქმა უნდა, კულტურასთან კონტექსტში. მე შემიძლია ამ ორი სფეროს სწორი ბალანსით გავაკეთო შესანიშნავი, დასამახსოვრებელი და დიდი შედეგების მომტანი ღონისძიება. – ამბობს ქალბატონი ირმა და მისი დიდი გამოცდილება ამ სფეროში დასტურია იმისა, რომ ეს პროექტიც აუცილებლად წარმატებული იქნება.
ამბობს, რომ როგორც ქალს არანაირი დისკომფორტი არ შექმნია საქმიანობისას, რადგან ცხოვრობს განვითარებულ ქვეყანაში და იქ ქალის უფლებები აღიარებულია საზოგადოებაში და თუკი ვინმეს სხვანაირი აზრი აქვს, პრაქტიკაში ვერ განახორციელებს, რადგან ქალის ნებისმიერი სახით დისკრიმინაცია კრიმინალიზებულია. ასევე ამბობს, რომ ზოგადად ქალებთან მუშაობა ძალიან ადვილია, რადგან ქალებმა ზუსტად იციან რა სურთ და მოლაპარაკებებისა თუ გარიგებებისას ზედმეტ დროს არ დაგაკარგინებენ. ისინი პირდაპირ ამბობენ რა სურთ ან არ სურთ.
ამბობს, რომ ასე უნდა იყოს საქართველოშიც, რადგან ქალებს ჩვენთან ყოველთვის ჰქონდათ პრიორიტეტი, თუმცა ბოლო პერიოდში ქალთა პრობლემების ძირითადი ნაწილი ნაკლები განათლების არსებობის ბრალია საზოგადოებაში და თავად ქალებშიც. ასევე მიიჩნებს, რომ არ არის საჭირო ქალურობის ზედმეტად დაკარგვა და მამაკაცური უნარების ზედმეტად განვითარება, რადგან შემდეგ მსგავსივე დარტყმების ატანა გვიწევს.
თავის მთავარ მიღწევად ქალბატონი ირმა მიიჩნევს იმას, რომ იცნობს საკუთარ თავს ქალებს ურჩევს, რომ არასოდეს შეწყვიტონ ცდა. სცადონ ყველაფერი, რაც მოსწონთ და უნდათ და არ გადააბრალონ საკუთარი უმოქმედობა სხვა მიზეზებს:
• ჩვენ რეალურად არ ვიცით ხოლმე რა შეგვიძლია, რისი გამკეთებლები ვართ, რადგან ძალიან ბევრ ჩვენში დაბუდებულ ნიჭს ვბლოკავთ და შიშისა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გამო ვუშლით ხელს მის განვითარებას. უნდა სცადო ყველაფერი. ამერე რა, თუ არ გამოგივათ. მთავარია, რომ სცადოთ. ცეზარია ევორამ ძალიან გვიან დაიწყო სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა შესაბამისი აკადემიური განათლება, მაგრამ სცადა და გამოვიდა შესანიშნავად. ადამიანი შეიძლება ულამაზესი იყოს გარეგნულად და არ ჰქონდეს ქარიზმა და არავის აინტერესებდე ან პირიქით, სულაც არ იყოს პროპორციული სახის, მაგრამ საოცარი ქარიზმის წყალობით იყო ძალიან საინტერესო და სასურველი. შესაბამისად, აქტიურობა, განვითარება მნიშვნელობანია. ქალებს განსაკუთრებით ასაკში აქვთ მსგავსი პრობლემა, ნებდებიან, აღარ ცდილობენ განვითარებას და ეს შეცდომაა. ნებისმიერ ასაკში აუცილებელია აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს. ხშირად სხვადასხვა გარემო პირობებს აბრალებენ უმოქმედობას, რაც არასწორია! თუ გინდა, აუცილებლად გამოინახება გზა იმისთვის, რომ მიიღო ის, რაც მთელი გულით გსურს, რადგან ამ საუკუნეში უამრავი ინფორმაციაა ძალიან მარტივად ხელმისაწყვდომი! მე დღესაც ყოველ დღე ვცდილობ, რაიმე ახალი გამოვცადო.
ქალბატონი ირმასა და მის მეუღლეს სურთ, საბოლოოდ დაბრუნდნენ და სიბერე საქართველოში, საკუთარ მიწა -წყალზე გაატარონ. მათ არასოდეს დაუთმიათ საქართველოს მოქალაქეობა. ქალბატონ ირმას, სურსდაუბრუნდეს იმ ადგილს, სადაც მისი სამკაულები პირველად შეიქმნა. შვილიც ისე აღზარდეს, რომ ქართული ფესვები არ დაუკარგეს. მასაც ძალიან უყვარს საქართველო, იცის ქართული ენა და აქ ცხოვრებაზეც თანახმაა.
ამბობს, რომ ასაკი არის ის, რასაც შინაგანად გრძნობ და მნიშვნელობა არ აქვს რიცხვებს. ამბობს, რომ საკუთარი ასაკიც ავიწყდება ხოლმე, რადგან ვერ გრძნობს. ის ურჩევს ყველა ქალს, რომ გაბედონ:
• ჩემი მთავარი რჩევაა – გაბედეთ! მთავარი ესაა. რისი უნდა გეშინოდეთ? არ გამოგივათ? – მერე რა! წაიქცევით? -ადექით და ისევ სცადეთ! მთავარია განწყობა. არასოდეს არ იქნება გარემო პირობები შენთვის ხელშემწყობი, თუ შენ თავადვე არ შექმენი ის. ზოგადად ასეა: სულ თუ იძახე, რომ ქოთანი დამეცემა თავში, ისეთი ბედი მაქვსო – მართლაც დაგეცემა. ამიტომ მუდმივად უნდა ეცადოთ, პოზიტიური ენერგია მოიზიდოთ, რადგან ცხოვრება არის ჩვენი განწყობების სარკე. სარკე, რომელიც ხანდახან ცოტა იგვიანებს კადრს. არ მოეწონებათ შენ რასაც აკეთებ? – მერე რა, მთავარია, შენ გსიამოვნებს, რასაც აკეთებ. შენ არ ხარ კმაყოფილი? – თავიდან სცადე! ჩაგაგდებენ წყალში? – გაცურე! – მთავარი შინაგანი გაბედულებაა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.