აპრილი 25, 2024 00:11

რადმილა კაკუბავა-,,წლის აღმოჩენა 2022“

რადმილა კაკუბავა მრავალი წელია ნაბიჯ-ნაბიჯ მისწრაფვის წარმატებისკენ, თუმცა მანამდე იყო რთული და გრძელი გზა. მიუხედავად მრავალი სიძნელისა მაინც არ დაუკარგავს იმედი და დღეს ერთ-ერთი წარმატებული ქალბატონია ბიზნეს სექტორში. ახალ გამოწვევებს არ უშინდება და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. გულწრფელი, მიზანდასახული, კრეატიული და პოზიტიური რადმილა კაკუბავა სხვა ქალბატონებისთვის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მუდმივად, გაუჩერებლად და დაუღალავად იბრძოლო წარმატებისთვის.

,,ლიდერ ქალთა საზოგადოება“ არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც თამამად და გულწრფელად საუბრობ ყველაფერზე, ხდები ყველა ღონისძიების თუ აქტივობის თანაზიარი, მიხარია, რომ მომეცა საშუალება ამ ორგანიზაციის წევრი ვიყო და ჩავერთო ქალების გაძლიერების და ხელშეწყობის მიმართულებით ნებისმიერ ღონისძიებაში.

რადმილა კაკუბავა ,,ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ბორდის წევრებმა წარადგინეს ნომინაცაში:                             ,,წლის აღმოჩენა 2022“.

განსაკუთრებული ხმით ტემბრით, გამორჩეული ღიმილით და საოცარი ქარიზმით, შეხვედრისთანავე მიხვდებით, რომ ერთი სურვილი აქვს, აუცილებლად ყველა ქალი იყოს რეალიზებული, შემდგარი და ამ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.

თავისი საქმიანობის მიღმა თავისუფალ დროს რადმილა კაკუბავა საკუთარ ბენდთან ერთად მღერის. ამბობს, რომ ბავშობის ოცნებაზე არასდროს უნდა ვთქვათ უარი და უკლებლივ ყველას უნაწილებს თავის წილ სიხარულს, ვინც ამ ქვეყანაზე სიკეთეს თესავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.