ნოემბერი 22, 2024 22:41

ნომინაციაში “წლის ელეგანტური ტელე-სახე 2024” წარდგენილია ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი – დაიბადა 1985 წლის 27 დეკემბერს ქალაქ თბილისში. ჰყავს ერთი შვილი.  დაამთავრა შ. რუსთაველის სახ. თეატრალური უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი.    მისი მუსიკალური მოღვაწეობა 6 წლის ასაკში საბავშვო სტუდიაში „ბასტი-ბუბუ“ დაიწყო.  ორი წლის ასაკში აღმოჩნდა სცენაზე,  დედსთან – ეკა კახიანთან  და მის „მზიურელ” მეგობრებთან ერთად სცენაზე.  პირველი ვიდეორგოლი გადაიღო დათო ევგენიძესთან ერთად სიმღერაზე „ნანა ჩემო ბაია“.  მღეროდა კვარტეტში „ია“ ნეკა სებისკვერაძესთან და თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად.  მის შესრულებულ  უამრავ ჰიტთან ერთად დასამახსოვრებელია პროექტი „სტეფანე და 3 გოგო“, სიმღერა  ,,We don`t wanna Putin“,  რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა, სიმღერა მოხსენს ევროვიზიიდან ტექსტის გამო და ამას მოჰყვა სტუმრობა „BBC”-ში , მსოფლიო  ტურნე და  წარმატებები. ასევე მეორე ადგილი ევროპელი დიჯეების ჩარტებში.  ბოლო პერიოდიში ყველაზე ატუალური გახლავთ მისი სიმღერა და ვიდეორგოლი „ელენეს”, რომელიც ქალიშვილს მიუძღვნა  და რომელმაც 2016 წელს  „რადიო ჰოლდინგ ფორტუნა”-ს მიერ გამართულ „წლის სიმღერის“ დაჯილდოებაზე გამარჯვება მოუტანა ნომინაციაში „წლის მომღერალი ქალი”.  შესრულებული აქვს როლები ფილმებში :  თბილისი ჩემი სახლია – 1993 წელი, კიდევ ერთი ქართული ისტორია -2003 წელი, კონფლიქტის ზონა 2009 წელი,  თბილისური LOVE STORY – 2009  წელი.   ასევე მას აქვს მთავარი როლი ერეკლე ბადურაშვილის ფილმ “ხიდში”, რომელიც წელს გამოვიდა. გამოშვებული აქვს ერთი სოლო ალბომი -„ ჩუმად მინატრე“ . ნინი გახლავთ „ღირსების ორდენის” კავალერი, ასევე  მრავალი  პრიზისა და ჯილდოს მფლობელი.  2014 წელს მიიღო მონაწილეობა მეგა შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები”.   ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად არის დაკავებული ტელე პროექტში „პრაიმ-შოუ“.

კომენტარის დატოვება