აპრილი 29, 2024 23:11

ლიდერ ქალთა საზოგადოება ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

მიმდინარე წლის 24-28 თებერვალს, ლიდერ ქალთა საზოგადოება და საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

შეხვედრა ვენაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  ლიდერ ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ორივე მხარის მიერ განხილული იქნა, ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

ყურადღება გამახვილდა, ქალთა როლის გაძლიერებაში, ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ამ სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს, დაადასტურეს თავისი ურყევი მხარდაჭერა ლიდერ ქალთა საზოგადოების ორგანიზაციის მიმართ და ავსტრიაში საქართველოს საპატიო კონსულის თანაჩართულობით, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

ლიდერ ქალთა საზოგადოება მადლობას უხდის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს: ქ/ნ  ქეთევან ციხელაშვილს და საელჩოს სრულ წარმომადგენლობას გულთბილი და ნაყოფიერი მიღებისთვის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.