ნომინაციაში „საუკეთესო ხელმძღვანელი და ღონისძიებების ორგანიზატორი 2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონ დარეჯან ბურჯალიანს
“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაში „საუკეთესო ხელმძღვანელი და ღონისძიებების ორგანიზატორი 2023“ წარმოგიდგენთ ღია ცის ქვეშ ღონისძიებების ორგანიზების კომპანია, ,,skyline event”-ისა და ქეითერინგ კომპანია ,,food party ფურშეტის” დამფუძნებელს, ღონისძიებების ორგანიზატორს, ქალბატონ
დარეჯან ბურჯალიანს.
• ეს არის საქმე,რომელიც მაღალი თვითშეფასების კონდენციაში მამყოფებს მუდამ.
• ღონისძიების დაგეგმვა,ვიზუალური მხარე,კმაყოფილება – ის ძირითადი გამოწვევევია,რომელსაც ყოველდღიურად ვეხები.
ამბობს, რომ მისი საქმიანობა ქალისთვის, საინტერესოსთან ერთად ერთგვარად აზარტულიცაა, რადგან დამღლელი და შემოქმედებითი საქმის პარალელურად ხარ დედაც და მეუღლეც.
• საქმე ძირითადად ითხოვს,სწორად დალაგებას, დახარისხებას,მართვასა და დანაწილებას: გუნდის წევრების, პოზიციების,დროის…და რაც ყველაზე მთავარია, ითხოვს დიდ ფანტაზიასაც, რათა კარგად წარმოაჩინო ივენთის შემკვეთი ინდივიდისა თუ კორმპანიის ხასიათი, გადმოსცე დღესასაულის განწყობა ქარიზმატულად, მართო ფორსმაჟორი… ამ ყოველივეში ცხადია, სრული ჩართულობაა საჭირო და საქმიანი ქალისთვის ეს ერთგვარი აზარტია, რომ დედობისა და მეუღლეობის პარალელურად კარგად აკეთო შენი საქმე ანუ ორმაგ მისიას თავი წარმატებით გაართვა.
საკუთარ მთავარ მიღწევად საკუთარ შვილებსა და თავის საქმიანობას მიიჩნევს:
• სამი შვილის პარალელურად,სტრესულ სამუშაო რეჟიმში,გავზარდე საქმეც(ფაქტიურად ოთხი შვილი მყავს)..შევძელი წარმატებული პოზიციონირება საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე.
• მიღწევად მიმაჩნია, რომ შევძელი და საავტორო საღამოს მიძღვნით მადლიერება გამოვხატე 81 წლის მასწავლებლის მიმართ,რომელმაც ბავშვობაში დამარწმუნა,რომ: ,,შესაძლებლობები უსაზღვროა“.
მიაჩნია, რომ ქალის როლი საზოგადოებაში უნდა იყოს სათანადოდ დაფასებული:
• ყველა ქალი უნდა იყოს ძლიერი და შემდგარი,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იყო მხოლოდ წარმატებული შენ საქმიანობაში. უამრავი ქალი იბრძვის მხოლოდ დედის პოზიციიდან და მნიშვნელოვანია ასეთ ქალებს ჰქონდეს მეტი სოლიდარობა ნებისმიერი ჩვენგანისგან.
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პროფესიასა თუ ბიზნესში თავიანთ პირველ ნაბიჯებს, ქალბატონი დარეჯანი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ურჩევს:
• ყველას ვურჩევ, რომ ყოველ დაბრკოლებას შეხვდნენ შეუპოვრად და ყველა წინაღობა თუ დაბრკოლება გადაიტანონ გამოცდილებათა სიაში.