აპრილი 27, 2024 01:22

ნათია ზარანდია-ლიდერ ქალთა საზოგადოების საპატიო წევრი

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნათია ( ლელო ) ზარანდია ლიდერ ქალთა საზოგადოების საპატიო წევრია.იგი მის შესახებ გვიყვება,რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახლახანს შემოუერთა :

ჩემი ჰობი გავხადე ჩემს პროფესიად.ჩავწერე ჩემი საკუთარი სიმღერები, გავაკეთე მათი პრემიერები რადიოებში და სათელევიზიო ტოკ-შოუში.

პირველი ჩემი სიმღერის პრემიერა შედგა გია ჯაჯანიძის შოუში და სწორედ იქედან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა მუსიკალურ სფეროში ფართო საზოგადოებისთვის.

მეორე ჩემი სიმღერა იყო ჩემთვის განსაკუთრებული, რადგან წილად მხვდა ბედნიერება, რომ ჩამეწერა დუეტი გენიალურ მსახიობთან ზურა ყიფშიძესთან. არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ძირითადად, ჩემი ტექსტების ავტორი არის ასევე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ნანა ცინცაძე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ასევე დუეტი არაჩვეულებრივ მომღერალთან-თემურ თათარაშვილთან.

ხშირად ვიღებდი მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში, კონცერტებში არა მარტო თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.

ვარ აქტიური წევრი არა ერთი სოც. ჯგუფების. საკმაოდ აქტიური ვიყავი,მოთხოვნადი,მაგრამ პანდემიამ, რათქმაუნდა,როგორც ყველა ხელოვანს, მეც ხელი შემიშალა. მაგრამ ნელ-ნელა ვუბრუნდები ცხოვრების და შემოქმედების აქტიურ რიტმს.

მაქვს ბევრი გეგმები და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ყველა მათგანის განხორციელებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.