მაისი 4, 2024 03:38

ლიდერ ქალთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენცია ქუთაისში

2024 წლის 20 აპრილს, ქ. ქუთაისში ლიდერ ქალთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა კიდევ ერთი საერთაშორისო კოონფერენცია.
კონფერენციაზე განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, დაინტერესებულ პირებს ლიდერ ქალთა საზოგაოდების ადმინისტრაციამ გააცნო ორგანიზაცია. განხილული იქნა ლიდერ ქალთა საზოგადოების საქმიანობა, მიზნები, ხედვები და აქტოვობები. ასევე, ჩატარდა ლიდერ ქალთა საზოგადოების ნ3 ჟურნალის პრეზენტაცია.
მოცემულ შეხვედრაზე კონფერენციაში მონაწილე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიტყვით გამოსვლის და თავიანთი საქმიანობის პოპულარიზაციის.

შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი გახლდათ ჩვენი ძვირფასი ქალბატონებისა და მათი ბიზნესს საქმიანობის ხელჭეწყობა, პოპულარიზაცია და განვითარება,

რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ ახალი და საინტერესო პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს მიღმა.
კონფერენცია გახლდათ საერთაშორისო და ითვალისწინებდა, როგორც ადგილობრივ ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქალბატონების ჩართულობას.
ზემოაღნიშნული კონფერენცია იმართება ყოველთვიურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ასევე საქართველოს მიღმა.
საკმაოდ საინტერესო, ნაყოფიერი და ინტერაქტიული კონფერენცია ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.