ნოემბერი 21, 2024 22:20

,,ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია Tamarela’s ART – რომლის დამფუძნებელიც გახლავთ თამარ გორხელაშვილი

,,ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია Tamarela’s ART – რომლის დამფუძნებელიც გახლავთ თამარ გორხელაშვილი.

   

ქალბატონი თამარის  ნამუშევრები  არის ორიგინალური  და გამორჩეული, მისი ყველა ნამუშევარი არის განსხვავებული. გამოირჩევა რეალისტური ყვავილებით, ფერთა შეხამებით და ხარისხით.

მოგვიყევით  გზა იდეის გაჩენიდან მის ხორცშესხმამდე…

-თამარ გორხელაშვილი

-ჯერ კიდევ, ბავშვობიდან 10 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ჩემი ხაზი მექნებოდა ხელოვნების სფეროში.

დიდი გავლენა მოახდინა ტელე ეკრანიდან მარიონელას ბრენდმა. გადავწყვიტე, რომ ჩემი სახელის თამარის დაფორმატება შესაძლებელი იქნებოდა, ადვილად დასამახსოვრებელი და სასიამოვნო მოსასმენიც რომ  ყოფილიყო, როგორც ქართველებისთვის ასევე უცხოელებისთვის.

-ბრენდის დაარსება უკავშირდება პანდემიის პერიოდს. ჩემი ბრენდის ავტორი და მაორგანიზებელი არის ბავშვობის მეგობარი, ჩემი შვილის ნათლია მარი რუაძე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი  საჯაროდ.

Tamarela’s ART – ის გვერდსაც თავად ვმართავ და ნამუშევრებსაც  მე ვქმნი.

ვთვლი, რომ  ორივე ერთად არ არის მარტივი თუმცა აუცილებელია შეთავსება.

-თავდაპირველად დავიწყე ჰაერზე შრობადი თიხით ნაძვის ხის სათამაშოების კეთება, შემდგომ  ცივი ფაიფურით სხვადასხვა ორიგინალური სასანთლეების, კედლის დეკორაციების. ფაიფურს ვქმნიდი თავად, რომელიც მასწავლა მხატვარმა, კერამიკოსმა ირმა მძევარიშვილმა. მომდევნო ეტაპზე გადავედი პოლიმერულ თიხაზე, რომელიც გამოირჩევა სიმყარით, დრეკადობით და მაღალი ხარისხით, მოვიხმარ გერმანულ ნაწარმს fimo-ს.

აგრეთვე ვამზადებ ჭურჭლის დეკორაციას, ინტერიერის დეკორებს, სამკაულებს, თმის სამაგრებს, ბრელოკებს, ძირითადად ყვავილების ხაზით.

დღეისათვის მაქვს დიდი სიახლე, შევისწავლე საკოლექციო თოჯინების კეთება და ვაპირებ უამრავი იდეით ამ კუთხით განვითარებას.

იდეები ჩემშია და ნამუშევრებსაც ეტყობა რომ არავისას არ ჰგავს.!

– “ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია” ქალისთვისაც და კაცისთვისაც მიზნის მიღწევა საუკეთესო გამოსავალია, არასდროს არ არის გვიან აიხდინო ოცნება და აკეთო საყვარელი საქმე.!

-რას უსურვებთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ბიზნესსა თუ კარიერაში?

-უნარების აღმოჩენასა და საყვარელი საქმის კეთებას, რეალიზებას და დაფასებას იმ საზოგადოების მხრიდან რომელშიც იმყოფებიან, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.!

კომენტარის დატოვება