“ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და “ბიდისი აკადემიის” მიერ ორგანიზებული კონცერტი ქალთა კოლონიაში
3 მარტს ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის ორგანიზებით სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულების მსჯავრდებულებს დედის დღის აღსანიშნავად კონცერტი ჩაუტარეს ქართული ესტრადის მომღერლებმა და მსახიობებმა.
ბიდისი აკადემიისა და ლიდერ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი ტორტით გაუმასპინძლდა ასობით მსჯავრდებულს, ხოლო სამკურნალო დაწესებულებაში მყოფებს, ასევე ფეხმძიმეებსა და დაწესებულებაში მყოფ სამი წლის ბიჭუნას საჩუქრები გადასცა, რიცათ თითოეული მათგანი ძალიან გაახარა.
ქალბატონმა ნათიამ მსჯავრდებულ ქალბატონებს შესთავაზა ბიდისი აკადემიის ბაზაზე უფასო გადამზადება მათთვის სასურველ პროფესიებში, რაც მათ თავისუფლების შემდეგ რესოციალიზაციასა და დასაქმებაში დაეხმარებათ.
დღეს არ ჩაუვლია ემოციების გარეშე. ქალბატონები დიდ სითბოს გამოხატავდნენ სტუმრების მიმართ, ჩუქნიდნენ მათ ხელნაკეთ ნივთებს, მათთან ერთად მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ტიროდნენ კიდეც.
ღონისძებას უძღვებოდნენ ქალბატონები: ნათია შათირიშვილი და ლალი მოროშკინა.
იდეის გაჩენისთანავე კონცერტის უშუალო ორგანიზატორების, ლიდერ ქალთას საზოგადოების წარმომადგენლების ნინო ახობაძისა და ია გოგოლაძის პირველსავე ზარზე მონაწილეობის დიდი სურვილი გამოთქვეს საოცარმა ადამიანებმა, მომღერლებმა: სოფო ბედიამ, ელენე ფოჩხუამ, დუეტმა ლეონმა და მსახიობმა და დეკლამატორმა ლაშა გურგენიძემ. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ სცენაზე იმისთვის, რომ მსჯავრდებული ქალბატონებისთვის დაუვიწყარი დღე ეჩუქებინათ და მათ, გარდა სიმღერებისა და ლექსებისა, თბილი სიტყვებითაც მიეფერნენ.
დაწესებულებაში მყოფმა ქალბატონებმა ბევრი მადლობის, ჩახუტების, ცრემლისა და ემოციების ფონზე ჩამოგვართვეს პირობა, რომ ისევ ვესტუმრებოდით და ცხადია, ეს ჩვენი მხრიდან არ იქნება ერთჯერადი აქცია და მსგავსი სტუმრობა ქალთა კოლონიაში და არამარტო ტრადიციისამებრ გაგრძელდება.