მარტი 29, 2024 00:52

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” რიგით მესამე დაჯილდოების ღონისძიება

 20 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ გაიმართა „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ რიგით მესამე გრანდიოზული დაჯილდოების ღონისძიება.
დაჯილდოვდნენ წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროებიდან 21 განსხვავებულ ნომინაციაში:
ნომინაციაში „საუკეთესო მედია მენეჯერი ქალი-2022“ დაჯილდოვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორები: თინათინ ბერძენიშვილი და მაკა ლომიძე.
ნომინაციაში „განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -2022“- ჯილდო გადაეცა განათლების მინისტრის მოადგილეს ქალბატონ თამარ მახარაშვილს.
ნომინაციაში „პროფესიული განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის-2022“- დაჯილდოვდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი და კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ქალბატონი ია ერაძე.
„საუკეთესო მოფარიკავე ქალი-2022“ – ნომინაციაში ჯილდო გადაეცა ცნობილ და წარმატებულ ეტლით მოფარიკავეს, ქალბატონ ირმა ხეცურიანს.
„საუკეთესო მსახიობი ქალი- 2022“-ნომინაციის გამარჯვებული გახდა ცნობილი და საყვარელი მსახიობი ნანა შონია, რომელსაც სპეციალური ჯილდო გადასცა ჩვენმა სპეციალურმა სპონსორმა, მხატვარ-დიზაინერმა ისრაელიდან , ოსკარ შინდლერის აკადემიის დამფუძნებელმა ბატონმა მაქს მეირ შავიტმა.
ნომინაციაში „სამედიცინო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“ დაჯილდოვდა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ელზა ნიკოლეოშვილი.
„ინოვატორი სტომატოლოგი და ტრენერი – 2022“ გახდა სტომატოლოგი, გერმანული იმპლანტაციის ცენტრის IFZI GmbH ტრენერი და სტომატოლოგიური კლინიკა „დენტ ადეპტის“ დამფუძნებელი თინათინ მუშკუდიანი.
ნომინაციაში “წლის საუკეთესო ლაზეროთერაპევტი – 2022” დაჯილდოვდა ესთეტიკური მედიცინიც ცენტრ „მედინის“ დამფუძნებელი, პროფესიონალი ექიმი, ლაზეროთერაპევტი, ქალბატონი ინგა ელიაშვილი.
ხოლო „წლის წარმატებული ლაზეროთერაპევტი აჭარის რეგიონში- 2022“ გახდა ამავე ესთეტიკური ცენტრის ბათუმის ფილიალის წარმატებული და პროფესიონალი ახალგაზრდა ლაზეროთერაპევტი ანა აჟიბა.
„წარმატებული მომღერალი-2022“-ს ნომინაციაში ჯილდო გადაეცა ცნობილ და ნიჭიერ მომღერალს სოფო ბედიას.
ნომინაციის „ლიდერი ქორწინების ორგანიზების, ლანდშაფტების დიზაინისა და ფლორისტიკის სფეროში-2022“ გამარჯვებული გახდა ნიჭიერი და დიდი გამოცდილების მქონე ბიზნეს ლედი, ფლორისტი, ქორწილების ორგანიზატორი და ყვავილების, სილამაზისა და ესთეტიკური ცენტრის „აზიატის“ დამფუძნებელი შორენა სვიანაძე.
„ლიდერი ენდოკრინოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის სფეროში-2022“ – ნომინაციაში ჯილდო გადაეცა წარმატებულ ექიმ ენდოკრინოლოგსა და ნუტრიციოლოგს მაია დევნოზაშვილს.
გამოკითხულთა რჩეულს გორის რეგიონში ლანა ნალბანდიშვილს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო სტილისტი – 2022“.
„წარმატებული დიზაინერი-2022“-ნომინაციაში ჯილდო გადაეცა წარმატებულ დიზაინერს, მრავალმხრივ ნიჭიერ ქალბატონს, თამარ რუხაძეს.
ნომინაციაში „წარმატებული ემიგრანტი ექიმი-ჰიპნოფსიქოთერაპევტი- 2022“-ჯილდო გადაეცა ემიგრანტ ქართველ მკურნალ ექიმს მელანია ბერაძე-თურქმენს.
„წარმატებული ემიგრანტი ექიმი ფიზიო-ლაზეროთერაპევტი-2022“ ნომინაციაში დაჯილდოვდა ასევე წარმატებული ემიგრანტი ექიმი გულიკო ორმოცაძე.
ნომინაციაში „წლის წარმატებული მხატვარ-კურატორი-2022“ დაჯილდოვდა წარმატებული, ნიჭიერი მხატვარი სოფიო ქიზიყურაშვილი.
“საუკეთესო სტარტაპ იდეა რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის-2022“ დაჯილდოვდა გლემპინგური კოტეჯის „ნანოლენდის“ დამფუძნებელი ძლიერი და წარმატებული

 ქალბატონი ნანა კელიხაშვილი.
ნომინაციაში „განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის-2022“ ჯილდო გადაეცა იშვიათი პროფესიის მქონე ქალბატონს, ნელი ბარამიძეს, რომელიც თავის ცოდნას უზიარებს მომავალ თაობას.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ბენდი „კერეონი“, რომელმაც სასიამოვნო გარემო შექმნა თავისი შესანიშნავი მუსიკალური ნომრებით. ასევე ღონისძიება თავიანთი ნამღერით დაატკბეს ჩვენი ორგანიზაციის პიარის სამსახურის წარმომადგენელმა ია გოგოლაძემ, ჩვენმა წინა ნომინანტმა უნიჭიერესმა ავტორ-შემსრულებელმა თამარ ალადაშვილმა და თავად ახალმა ნომინანტმა სოფო ბედიამ.
თავისი შესანიშნავი ლექსები წაგვიკითხა ცნობილმა და ნიჭიერმა პოეტმა ნანა ცინცაძემ, რომელმაც დარბაზის ოვაციები დაიმსახურა.
ღონისძიების წამყვანები იყვნენ თავად „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ დამფუძნებლები, ქალბატონები: ლალი მოროშკინა და ნათია შათირიშვილი.
ღონისძიებას ჰყავდა ჩვენი წინა ნომიმანტებისა და მოწვეული წევრებისაგან შემდგარი სპეციალური ჟიური.
ქალბატონები საჩუქრებითა და ყვავილებით გაანებივრეს ჩენმა სპონსორმა კომპანიებმა: ორგანული თავის მოვლის საშუალებების ბრენდმა „ელმამ”, რომელმაც თავისი ბოქსებით დაასაჩუქრა ნომინანტები, დიზაინერ თაკო რუხაძის ატელიემ საჩუქრად გადასცა ქალბატონებს თავისი შექმნილი ჩანთები, საოჯახო ქიმიის ქართულმა ბრენდმა „ოლიმპიომ“ მის რჩეულ ქალბატონებს გადასცა თავისი პროდუქციის ნაკრები, ხოლო ჩვენმა ოქროს სპონსორმა, ყვავილების ქართულმა ბრენდმა „ამბორმა“ ულამაზესი თაიგულებით დააჯილდოვა თითოეული ნომინანტი ქალბატონი.
დარბაზი, სადაც ღონისძიება ჩატარდა, ძალიან ლამაზად იყო მორთული, რაზეც იზრუნა ჩვენმა გენერალურმა სპონსორმა კომპანიამ „სქაილაინ ივენთმა“ და მისმა დამფუძნებელმა ქალბატონმა დარეჯან ბურჯალიანმა.
საღამოს ერთგვარ სიურპრიზს წარმოადგენდა ჩვენი ჟურნალის „წლის ლიდერი ქალის“ პრეზენტაცია, რომელშიც შესულია ინფორმაციები ჩვენი გასული ორი ღონისძიების ნომინანტების შესახებ. ჟურნალის მაღალმა პოლიგრაფიულმა ხარისხმა და ულამაზესმა დიზაინმა გულგრილი არავინ დატოვა. ჟურნალზე იმუშავა ჩვენმა პიარის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ახობაძემ, ხოლო დაიბეჭდა გამომცემლობა „უნივერსში“.
საღამოს დასკვნით ნაწილს გათამაშება წარმოადგენდა, რომელშიც დამსწრე საზოგადოებამ მოიგო შესანიშნავი პრიზები: ბიდისი აკადემიისგან ყველაზე მოთხოვნადი კურსი სრულიად უფასოდ, ასევე ბიდისი აკადემიის 1000-ლარიანი ვაუჩერი ნებისმიერი პროფესიის შესასწავლად, 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები სამხატვრო სტუდია „მარია არტისა“ და ‘ბიდისი ესთეტიკ ცენტრისაგან“.
ღონისძიება დაგვირგვინდა ჩვენი სპონსორის, საკონდიტრო „ბელუჩის“ მიერ დამზადებული უგემრიელესი და ულამაზესი ტორტის გაჭრით.
საღამო გააშუქეს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.