აპრილი 24, 2024 08:18

ლიდერ ქალთასაზოგადოების“ სპონსორია საკონდიტრო „ბელუჩი“

ლიდერ ქალთასაზოგადოების“ სპონსორია გამოკითხვის შედეგად ქალაქ რუსთავში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული საკონდიტრო „ბელუჩი“.
საკონდიტროს დამფუძნებელი გახლავთ ქალბატონი ბელა ზედგინიძე. კომპანიის სახელიც სწორედ მისი სახელდან მომდინარეობს. საკონდიტრო ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს 2016 წლიდან და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ისინი აღნიშნავენ, რომ საკონდიტრო „ბელუჩი“-ში ხარისხი ნამდვილად აღემატება ფასს და ტკბილეულის ვიზუალიც, გემოც და მომსახურების ხარისხიც ნამდვილად საუკეთესოა.
ქალბატონი ბელა ამბობს, რომ ტორტების ცხობის ინტერესი დიასახლისობის პერიოდში გაუჩნდა და ინსპირაცია მეუღლის წაქეზება და მის მიერ შეძენილი ძვირადღირებული გაზქურა გახლდათ. რაკიღა ჰქონდა საჭირო ინფრასტრუქტურა, გადაწყვიტა ტორტების ცხობის ტექნიკა საკუთარი ძალებით ესწავლა, რისთვისაც აქტიურად იყენებდა იუთუბს და სხვადასხვა უცხოურ ინტერნეტსაიტებს.
ამბობს, რომ გამუდმებით სწავლობდა თეორიას და შემდეგ ნასწავლს პრაქტიკაში ახორციელებდა. საქართველოში მაშინ მარციპანის ტექნიკა ჯერ კიდევ ნაკლებად იყო პოპულარული და ქალბატონი ბელა სწორედ ამ მიმართულებით დაინტერესდა:
• ავირჩიე საქართველოში ჯერ კიდევ ნაკლებად შემოსული ტენდენცია მარციპანის ტორტები..მინდოდა, სიახლე შემესწავლა, თუმცა იმ პერიოდისთვის არ მოვიაზრებდი ჩემ თავს ამ ბიზნესში, რადგან საქართველოში მასზე სამუშაოდ საჭირო იარაღებიც კი არ იყო ხელმისაწვდომი და ვიწერდი საზღვარგარეთიდან. საწყის ეტაპზე სამეგობრო წრისთვის ვამზადებდი ტორტებს , დაგემოვნების შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა. მეგობრების, მათი ახლობლების მხრიდან დღითიდღე იზრდებოდა მოთხოვნა და ასე იქცა ჩემი ინტერესი ბიზნესად.
ქალბატონი ბელა ამბობს, რომ მუდმივად ცდილობს განვითარდეს და მომხმარებლებს სიახლეები შესთავაზოს, როგორც ვიზუალის, ისე გემოს მხრივ. უმთავრეს მიზნად კი ხარისხის შენარჩუნება აქვს დასახული, რადგან, როგორც თავად ამბობს, სწორედ ხარისხიანი ტორტებით მიაღწია წარმატებას და არ აპირებს ერთ მომხმარებელსაც კი გაუცრუოს იმედი და არ გაუმართლოს მოლოდინი.
როგორც წარმატებულ ქალბატონს, რომელიც თანაბარი წარმატებით უძღვება ბიზნესსა და საოჯახო საქმეებსაც, ამბობს, რომ ქალის როლი უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში. ოჯახის მართვა რთულია და თუკი ქალს საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობის აღება შეუძლია, რატომ არ უნდა მოიაზრებოდეს ის თუნდაც ბიზნესის მართვაში.
ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს საკუთარ საქმიანობაში, ან ჯერ კიდევ ძიებაში არიან, თუ რა საქმის კეთება სურთ, უსურვებს, რომ სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების:
• ყველა ქალს ვუსურვებდ წინსვლას, წარმატებებს, მოტივაციას და საკუთარი შესაძლებლობების დაფასებას! ნებისმიერი საქმე, რომელიც მოგწონთ ან გამოგდით, შეიძლება ერთხელაც თქვენს მთავარ საქმიანობად იქცეს, რომელიც წარმატებას მოგიტანთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.