მარტი 29, 2024 19:13

ევა ბაბალაშვილი-ლიდერ ქალთა საზოგადოების საპატიო წევრი.

ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ ქალბატონს, რომელიც ასოცირდება სიმშვიდესთან სილამაზესთან და კეთილშობილებასთან.
ეს გახლავთ ყველასთვის ცნობილი მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის „ესთას“ პრეზიდენტი, რადიო “ჯაკოს” საავტორო გადაცემის “წახნაგების“ დამფუძნებელი და წამყვანი ქალბატონი ევა ბაბალაშვილი.
ქალბატონი ევა გახლავთ მოყვარული მხატვარი, ამასთანავე წერს მოთხრობებსა და ნოველებს.
მისი მეუღლე ცნობილი სპორტული კომენტატორი ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილია.
ქალბატონი ევა ბაბალაშვილი გახდა ლიდერ ქალთა საზოგადოების საპატიო წევრი.
ბორდის გადაწყვეტილებით იგი დაჯილდოვდა ნომინაციით:
„ქართულ-ებრაულ მეგობრობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2022“ და გადაეცა ჯილდო.
“ლიდერ ქალთა საზოგადოება” წარმატებებს უსურვებს მას და მრავალ საინტერესო ღონისძიებებს გეგმავს ქაბატონი ევას ჩართულობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.