ნოემბერი 24, 2024 08:09

განსაკუთრებული მადლობა ყვავილების ქართულ ბრენდ “ამბორს”

20 ოქტომბერს “ლიდერ ქალთა საზოგადოების” ღონისძიებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. სპონსორებმა იზრუნებს ჩვენი ქალბატონებისა და დამსწრე საზოგადოების განწყობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებაზე.
არ შეგვიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრათ ჩვენს ოქროს სპონსორს, ყვავილების ქართულ ბრენდ “ამბორს”, რომელმაც შეიძლება ითქვას არანაირი რესურსი არ დაზოგა და დაიშურა ქალბატონებისთვის ამ დღის დღესასწაულად ქცევისთვის.
მათი თითოეული თაიგული იყო ულამაზესი, უძვირფასესი ყვავილებით შექმნილი და თოთოეული მათგანი იყო ინდივიდუალური და ამავდროულად შეუდარებელი დიზაინის.
გულწრფელი მადლობა და დამსახურებილი აპლოდისმენტები “ამბორს”, მის დამფუძნებლებსა და ფლორისტ-დიზაინერს, რადგან მართლაც იგრძნობა, რომ მათ მთელი გული და შრომა ჩადეს თაიგულების შექმნაში, არ დაზოგეს არც ფინანსური. არც მორალური რესურსი და მაღალი დონის, ძვირადღირებული და უმშვენიერესი თაიგულებით დაამშვენეს ჩვენი ნომინანტები.

კომენტარის დატოვება