ივლისი 27, 2024 11:12

✨ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება მიწვეულია იტალიაში, კერძოდ კი რომში, საქმიანი ვიზიტით.

მენეჯერებისთვის, დირექტორებისთვის, ფინანსისტებისთვის, ასევე სახელმწიფო, საბანკო, საფინანსო და ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის.

გთავაზობთ “საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისისა” და “ლიდერ ქალთა საზოგადოების” მიერ ორგანიზებულ საქმიან ვიზიტს რომში, 8-11 ივნისს!

ვიზიტის მიზანია “Sant’Egidio”-ს საქმიანობის შესწავლა და მათი ჰუმანიტარული დახმარების, კონფლიქტების მოგვარებისა და სოციალური მუშაობის სტრატეგიების გაცნობა.

მიღებული გამოცდილება დაგეხმარებათ ახალი უნარებისა და მეთოდოლოგიების განვითარებაში, რაც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი საზოგადოებრივი პროექტების წამოწყებისა თუ გაძლიერებისთვის საქართველოში.

ასევე, მრავალფეროვანი პერსპექტივებითა და აქტივობებით ჩართვა გააძლიერებს თქვენს პიროვნულ განვითარებას და გააფართოვებს გლობალურ საკითხებში ინტეგრაციას.

ეს შეხვედრა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ურთიერთსწავლებისა და კულტურათაშორისი გაგების გაღრმავებისთვის. ის ხელს შეუწყობს ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ გააღრმავებს როგორც ქართული საზოგადოების, ასევე “Sant’Egidio”-ს ინიციატივების გავლენას.

ერთად, შევძლებთ იმ იდეალების დამკვიდრებას, როგორებიცაა მშვიდობა, თანასწორობა და სოლიდარობა – არა მხოლოდ საკუთარ ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში.

გვეძლევა უნიკალური შანსი არა მხოლოდ იმისათვის, რომ გავეცნოთ “Sant’Egidio”-ს საქმიანობას, არამედ იმისთვისაც, რომ გავიღრმავოთ ცოდნა, გავცვალოთ გამოცდილება და ვიმუშაოთ გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივად – საერთო მიზნების მისაღწევად.

დეტალური ინფორმაცია “Sant’Egidio”-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

LA COMUNITÀ – COMUNITÀ DI SANT’EGIDIO (santegidio.org)

ვიზიტის დეტალური აღწერა:

8 ივნისი-ჩაფრენა რომში-დაბინავება სასტუმროში

9 ივნისი-ღირშესანიშნაობების მონახულება

10 ივნისი-ოფიციალური ვიზიტი “Sant’Egidio-ში”

11 ივნისი-ღირშესანიშაობების მონახულება-გამოფრენა

ვიზიტის ღირებულება – 1 780 ლარიდან!

ვიზიტში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.

რეგისტრაცია/დეტალური ინფრომაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:

https://forms.gle/g2XBe5u84xrh2kmp9

+ 995 593 23 75 39
+ 995 593 97 97 17
+ 995 593 25 25 08

წინ საკმაოდ ნაყოფიერი დღეები და საინტერესო მოგზაურობა გველოდება ❤️

კომენტარის დატოვება