ოქტომბერი 2, 2026 02:12

✨ არქეტიპების მასტერკლასი ✨

 

ვინ ვართ სინამდვილეში?
რა განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს, ქცევებსა და ურთიერთობებს?
რატომ ვრეაგირებთ კონკრეტულ სიტუაციებზე სწორედ ისე, როგორც ვრეაგირებთ?

 

თუ ეს კითხვები თქვენშიც იწვევს ინტერესს, გიწვევთ განსაკუთრებულ შემეცნებით შეხვედრაზე — არქეტიპების მასტერკლასზე, სადაც უფრო ახლოს გავიცნობთ საკუთარ შინაგან სამყაროს და იმ ძლიერ ენერგიებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უხილავად, მაგრამ მნიშვნელოვნად მართავენ.

 

🔍 მასტერკლასზე განვიხილავთ:
• რას ნიშნავს არქეტიპი და როგორ უკავშირდება ის ჩვენს პიროვნებას;
• როგორ ვლინდება არქეტიპები აზროვნებაში, ქცევასა და თვითპრეზენტაციაში;
• ქალისა და მამაკაცის ძირითადი არქეტიპები;
• წამყვანი არქეტიპი და მასთან დაკავშირებული რესურსები;
• არქეტიპების ძლიერი და ჩრდილოვანი მხარეები;
• როგორ გვეხმარება მათი გაცნობიერება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში;
• როგორ უკავშირდება არქეტიპები პიროვნულ განვითარებას, ურთიერთობებსა და ცხოვრებისეულ არჩევანს.

 

🌿 ეს შეხვედრა იქნება გაცნობითი, შთამაგონებელი და თვითშემეცნებაზე ორიენტირებული — მათთვის, ვისაც სურს საკუთარ თავში ჩაღრმავება, შინაგანი რესურსების აღმოჩენა და ამ საინტერესო მიმართულების პირველად თუ უფრო სიღრმისეულად გაცნობა.

 

👤 მასტერკლასს ჩაატარებს ქეთო ცაგურია
✨ საქართველოს ლილას ფასილიტატორთა ფედერაციის დამფუძნებელი
✨ ბიოგრაფიული კონსულტანტი — ანთროპოსოფიული საფუძვლები
✨ არქეტიპების ფასილიტატორი — იუნგისეული და მითოლოგიური საფუძვლები

 

💛 მასტერკლასი ექსკლუზიურად განკუთვნილია ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებისთვის
დასწრება თავისუფალია.

📅 10 ოქტომბერი
🕛 12:00
📍 კოლეჯი „ბიდისი აკადემია“ — დ. აღმაშენებლის #189, ქ. თბილისი

 

⚠️ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას განხორციელდება ფოტო და ვიდეოგადაღება სოციალური მედიისთვის.
თუ არ გსურთ, რომ თქვენი გამოსახულება დაფიქსირდეს, გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ.

 

📩 ადგილები შეზღუდულია, ამიტომ გთხოვთ, რეგისტრაცია წინასწარ გაიაროთ.

 

✨ გაიცანი არქეტიპები — და მათი საშუალებით საკუთარი თავის კიდევ ერთი საინტერესო მხარე.

კომენტარის დატოვება