ნოემბერი 24, 2024 17:50

“წლის საუკეთესო ლაზეროთერაპევტი – 2022” – ინგა ელიაშვილი

“ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლაზეროთერაპევტი-2022“ წარმოგიდგენთ  პროფესიით ექიმს, ესთეტიკურ სფეროში 8-წლიანი გამოცდილების მქონე, პროფესიონალ ლაზეროთერაპევტს ქუთაისიდან, ქალბატონ ინგა ელიაშვილს.

ქალბატონი ინგა დაინტერესდა  ესთეტიკური მედიცინის სფეროთი და საფუძვლიანად შეისწავლა ახალი პროფესია. საექიმო განათლება კი ამ მხრივ შესანიშნავი საფუძველი აღმოჩნდა და დღეს ის ნამდვილი პროფესიონალია. პროფესიონალი, რომელიც არა ზედაპირულ, არამედ საფუძვლიან რჩევებს აძლევს მომხმარებლებს და კომპეტენციის ფარგლებში ეხმარება მათ პრობლემის აღმოფხვრაში.

გამოცდილების  დაგროვების შემდეგ, ქალბატონმა ინგამ გადაწყვიტა საკუთარი ესთეტიკური ცენტრი გაეხსნა. საკუთარი ძალის, თავდაუზოგავი შრომის, მონდომებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, მან შეძლო და დააფუძნა დღეისათვის უკვე ცნობილი, მომხმარებლებისთვის საყვარელი და სანდრო ადგილი, სილამაზის ცენტრი „მედინი“.

„მედინი“ ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში  ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით სოციალური გამოკითხვების შედეგად.

ცენტრის შესახებ ქალბატრონი ინგა გვიყვება:

  • ჩვენი ცენტრი ფუნქციონირებს 2019 წლიდან და ამჟამად წარმოდგენილია სამი ფილიალით: ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. ამ სფეროში გამოცდილებიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ცენტრი, რომელიც იზრუნებდა ქალბატონების თავის მოვლასა და სილამაზეზე. მყავს პარტნიორი, ასევე ქალბატონი, შორენა გაგიშვილი, რომელთან ერთადაც ვცდილობ,ჩვენი ესთეტიკური ცენტრი „მედინი“ იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე.
  • ჩვენი მთავარი მიღწევა არის ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლები. ჩვენი დევიზია“ ხარისხი, პრიფესიონალიზმი და შედეგი“, რასაც ვფიქრობთ, რომ 100%-ით ვამართლებთ,ყოველ შემთხვევაში თავს არ ვზოგავთ ამისთვის.~

თავად მომხიბლავი, აქტიური და წარმატებული ქალბატონი, მიიჩნევს, რომ ჩვენი საუკუნე ნამდვილად არის ქალების ლიდერობის საუკუნე, რადგან ქალებს ნამდვილად აქვთ ყველა ის მონაცემი, რომ იყვნენ წარმატებულები ნებისმიერ სფეროში.

 

ამბობს, რომ ის სფერო, რომელშიც თავად მოღვაწეობს, ცხადია, მასთან, როგორც ქალთან ძალიან ახლოსაა და მარტივია მისთვის უკეთ გაიგოს მისი მომხმარებლების სურვილები, რაც ეხმარება საკუთარი საქმიანობის სწორად დაგეგმვაში.  თუმცა ფიქრობს, რომ ქალებს თავის დამკვიდრება არცერთ სფეროში არ უჭირთ.

  • 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა ქალი-ბიზნესში ,საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული  ქალია. მეამაყება, რომ ვარ ამ ძალიან მებრძოლი და ძლიერი სქესის წარმომადგენელი,  არ მიმაჩნია, რომ ქალები რაიმე მხრივ სუსტები ვართ. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ჩვენ ყველაფერი გამოგვდის!

ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგამენ საკუთარ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს, ახლა იწყებენ ბიზნესსაქმიანობას, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ურჩევს, რომ  იყვნენ დავდაჯერებულები ,მოტივირებულები და რაც მთავარია, უყვარდეთ თავიანთი საქმე, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და რისკებს:

  • არც პროფესიის შეცვლა, არც საკუთარი თავის იმედად ახალი საქმის წამოწყება არ არის დაბრკოლება. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. არ დაყაროთ ფარ-ხმალი, არ შეეგუოთ არასასურველ რეალობას, იშრომეთ, ისწავლეთ, განვითარდით და შედეგიც არ დააყოვნებს. რთულად მიღწეულს კი სხვანაირი სურნელი აქვს, საკუთარი თავით სიამაყის სურნელი. წარმატება და იღბალი ყველა ქალს!

 

კომენტარის დატოვება