ივნისი 19, 2024 05:41

წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ “მონეტიზაციას”…

✨ წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ “მონეტიზაციას”

✨ ლიდერ ქალთა საზოგადოების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ვაკო ყორღანაშვილი და ამავე ორგანიზაციის წევრი, ანნა ყურუა, რომელმაც 2019 წელს გადადგა ნაბიჯი წარმატებისაკენ და დააარსა კომპანია “Grass World”, რომელიც გაზონის დიზაინსა და მოვლას გულისხმობს.

✨ მისი გატაცება პროექტისადმი აშკარა იყო, როდესაც მან თურქეთიდან კასპის რაიონში ინვენტარი, ბალახის თესლები და მასალები ჩამოიტანა. მან საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მიწაც კი იქირავა სოფელ ოკამში.

✨ მონდომების, გამძლეობისა და სტერეოტიპების გამოწვევების შესანიშნავი ისტორიით ანა ჩამოყალიბდა ნამდვილ ლიდერ ქალად.

 

კომენტარის დატოვება