ნოემბერი 24, 2024 09:28

„წარმატებული სტარტაპ ბრენდი 2023“- დიანა ჯალაღანიას მიერ დაარსებული თავის მოვლის საშუალებების ნატურალური ბრენდი “DI SHINE”

ლიდერ ქალთა საზოგადოება ნომინაციაში „წარმატებული სტარტაპ ბრენდი 2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონ დიანა ჯალაღანიას და მის მიერ დაარსებულ თავის მოვლის  ნატურალური საშუალებების ბრენდს „DI SHINE“.

https://www.facebook.com/Di-Shine-102647905329535

„DI SHINE love at first touch… DI SHINE – ეს ერთი შეხებით სიყვარულია…“ – ასე ახასიათებს საკუთარ ბრენდს ქალბატონი დიანა.

ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქცია ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს სიყვარულს პირველივე გამოყენების შემდეგ . მომხმარებელთა დადებითი რეკომენდაციები და მათ მიერ „დი შაინის“ პროდუქციის არაერთხელ შეძენა ამის ყველაზე ნათელი დასტურია.

ქალბატონმა დიანამ მეორე წელია რაც საკუთარი ბრენდი დააფუძნა, რომელიც 100%-ით ნატურალური პროდუქციაა. სწორედ ხარისხმა განაპირობა ის, რომ ამ საკმაოდ მოკლე დროში ბრენდმა მყარად მოიკიდა ფეხი ბაზარზე და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელიც დააგროვა.

ამბობს, რომ ბრენდის დაარსებამდე სრულიად სხვა სფეროში მიიღო განათლება და სხვა პრიფესიით საქმიანობდა. დაამთავრა საგუნდო სადიროჟორო ფაკულტეტი, საიუველირო (ტიხრული მინანქარი) და სულ ცოტა ხნის წინ დაეუფლა საექთნო საქმეს „ბიდისი აკადემიაში“. მიუხედავად მრავალმხრივი  საქმიანობისა, მიაჩნია, რომ მისთვის საკუთარი ხაზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მთავარი საქმეა.

  • DI SHINE – არის ჩემი განსაკუთრებული, პირადი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი მყავს. ჩემთვის პრიორიტეტი იყო ის რომ პროდუქცია უნდა ყოფილიყო 100 % ნატურალური და გამოყენებისას ჰქონოდა საოცარი შედეგი და მე ეს შევძელი.

ამბობს, რო ყოველთვის აქტიური იყო და ოჯახის, ბავშვების ყოლის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდა, ჰქონოდა საკუთარი საქმე.

  • ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი პირადი საქმე მქონდეს. ვიყო განვითარებული და წარმატებული. ვფიქრობ, რომ მთავარია მონდომება, კარგი სტრატეგია და ის, რომ გიყვარდეს რასაც აკეთებ. თუ აკეთებ, უნდა მთელი სიყვარული ჩადო შენს საქმიანობაში.

მიაჩნია, რომ ქალი აუცილებლად უნდა იყოს განვითარებული და ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს:

  • ყოველთვის საჭიროა განვითარებაზე ზრუნვა. ასეთ შემთხვევაში თქვენი ცხოვრება არ იქნება ერთფეროვანი და, რაც მთავარია, ეს არის საუკეთესო მაგალითი თქვენი შვილებისთვის.

საკუთარ მთავარ მიღწევად  საკუთარი ბედნიერი ოჯახი მიაჩნია და ასევე ის, რომ მან საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ იყოს მუდმივად აქტიური და მუდმივ ზრდასა და წარმატებაზე ორიენტირებული.

  • მიხარია, რომ მიუხედავად ყველაფრისა,მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში ჯამრთელობის მხრივ,მე მაინც აღმოვაჩინე ჩემშ ის ძალა და ენერგია, რომ ისევ გავაგრძელო აქტიური ცხოვრება და საკუთარი ძალებით მივაღწიო ყველა დასახულ მიზანს.

მიაჩნია, რომ ქალის როლი საზოგადოებაში შეუფასებელია და ყველა ქალს უნდა მიეცეს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება.

  • ყოველთვის აუცილებელია განვითარება ნებისმიერ ასაკსა თუ სფეროში – ეს შეიძლება იყოს სწავლა, მცირე ბიზნესი და ასე შემდეგ. დიდი შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ შენი საქმის დასაწყებად დიდი სახსერბია საჭირო. ეს ასე ნამდვილად არ არის.კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარია მონდომება, თორემ ყველაფრის მოფიქრება და განხორციელებაა შესაძლებელი.

წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ ყველას.

 

კომენტარის დატოვება