ნოემბერი 18, 2026 23:32

წარმატებით ჩატარდა „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ XVI საზეიმო წარდგენა

9 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ XVI საზეიმო წარდგენა გაიმართა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა წარმატებული, მიზანდასახული და აქტიური ქალბატონები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და საპატიო სტუმრები.

საღამო განსაკუთრებული ემოციებით, შთამაგონებელი ისტორიებითა და საზეიმო განწყობით გამოირჩეოდა. ღონისძიების მთავარი მიზანი ქალბატონების პროფესიული მიღწევების წარმოჩენა, მათი შრომისა და წარმატების დაფასება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება იყო.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებული ქალბატონების დაჯილდოების ცერემონია გახლდათ-სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის წარმომადგენლები, რომელთა მიღწევები, თავდადება და პროფესიული გზა საზოგადოებისთვის შთაგონების მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს. თითოეულმა ისტორიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად დიდი ძალა აქვს მიზანდასახულობას, შრომასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

საღამოს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა საერთაშორისო გამოხმაურებამაც. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებულმა ვიდეომიმართვებმა და საერთაშორისო პარტნიორების გულთბილმა მისალმებებმა ნათლად წარმოაჩინა ორგანიზაციის მზარდი საერთაშორისო კავშირები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიება ქართული კულტურისა და ტრადიციების განსაკუთრებული პატივისცემითაც გამოირჩეოდა. საღამოს დრესკოდი ქართული ელემენტებით იყო განსაზღვრული, რამაც საზეიმო გარემოს კიდევ უფრო გამორჩეული ელფერი შესძინა. მუსიკალურმა ნომრებმა და შემსრულებლების მონაწილეობამ კი სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ნათია შათირიშვილის ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად მუშაობს ქალთა გაძლიერების, პროფესიული განვითარების, საზოგადოებრივი აღიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით. ამ წლების განმავლობაში საზოგადოება იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად, სადაც წარმატებული ქალბატონები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ამყარებენ საქმიან კავშირებს და ერთობლივად ქმნიან ახალ შესაძლებლობებს.

XVI საზეიმო წარდგენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა ორგანიზაციის ისტორიაში. საღამომ გააერთიანა ადამიანური ურთიერთობები, ურთიერთმხარდაჭერა, წარმატების აღიარება და მომავლის ახალი პერსპექტივები.

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს, ნომინანტს, პარტნიორს, შემსრულებელსა და სტუმარს, რომლებმაც საკუთარი მონაწილეობით ეს საღამო განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადეს.

ორგანიზაცია აგრძელებს განვითარებას, საერთაშორისო კავშირების გაფართოებასა და ახალი პროექტების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო მეტ ქალბატონს მიეცეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის, პროფესიული წინსვლისა და წარმატების ახალი ისტორიის შექმნის შესაძლებლობა.

შემოუერთდით „ლიდერ ქალთა საზოგადოებას“ და გახდით იმ გარემოს ნაწილი, სადაც წარმატება, განვითარება და ურთიერთმხარდაჭერა საერთო ღირებულებებია!

🌐 www.lws.ge

კომენტარის დატოვება