ივნისი 19, 2024 06:17

ციცი ბეროზაშვილი პროფესიით ფილოლოგია

მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბავშვებთან ურთიერთობის, რადგან წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა.მისი წვლილი საგანმანათლებლო მიმართულებით დიდია, ის თსუ-ში უახლესი ლიტერატურის კათედრაზე მუშაობდა.

ციცი, მუდმივად სიახლეების ძიებაშია. თავად ქველმოქმედი არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობს.

“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ქალბატონებს და არა მარტო წარმატებულ ქალბატონებს ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში.

“ჩემთვის პატივია ამ ღონისძიებაში ჩართვა და თავად ორგანიზაციის წევრობა. მით უფრო მაშინ როცა ღონისძიების ფორმატი მუდმივად ითვალისწინებს მიმდინარე მოვლენებს და ამჯერად, ღონისძიების დროს შემოსული თანხა გადაეცემა რუსეთ -უკრაინის ომის დროს დაზარალებულ ბავშვებს”.

კომენტარის დატოვება