ნოემბერი 23, 2024 20:02

ფსიქოლოგ ზურა მხეიძის ლექცია-სემინარი “ლიდერ ქალთა საზოგადოების” ქალბატონებისათვის

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ აგრძელებს საკუთარი წევრებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას და კვირას 22 იანვარს, საზოგადოების წევრი ქალბატონები შეკრიბა სასტუმრო „თბილისი ჩემბერსში“  ცნობილი და წარმატებული ფსიქოლოგის,  ბატონი ზურა მხეიძის ლექცია-სემინარის „ურთიერთობის ხელოვნების“ მოსასმენად.

ბატონი ზურა ქალბატონებს ესაუბრა ურთიერთობისას ზეპირ კომუინიკაციაში დაშვებულ შეცდომებზე, უარყოფითი  და დადებითი ემოციების გამომწვევ ფრაზებსა და სიტყვებზე და მათ ალტერნატივებზე, ასევე საკუთარი კომპანიის მართვისას თანამშრომლებთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელ ასპექტებზე, რომლებიც დაგვეხმარება თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდაში.

ლექციის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები ბატონ ზურასთან ერთად და შემდეგ გადაინაცვლეს სასტუმროს კაფეში, სადაც  ფინჯანი ყავის თანხლებით ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ორგანიზაციის მომავალ გრანდიოზულ გეგმებზე.

კომენტარის დატოვება