ნოემბერი 24, 2024 15:35

სოფო ბედია- „წარმატებული მომღერალი-2022“

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე  „წარმატებული მომღერალი-2022“
წარმოგიდგენთ ცნობილ მომღერალს, სოფო ბედიას.

ქალბატონი სოფო მუსიკალურ ოჯახში დაიბადა, შესაბამისად არაა გასაკვირი, რომ ბავშვობიდან მღერის. საზოგადოებამ ის პოპულარლი პროექტებიდან გაიცნო, როგორებიცაა: ნუცას სკოლა, ჯეოსტარი…

სოფო არასოდეს არ კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივად აქტიური და სიახლეებზე ორიენტირებულია, მუდმივად მიიღწვის განვითარებისკენ.

მონაწილეობდა სხვადასხვა შოუებში, მათ შორის ძალიან წარმატებული იყო მისი გამოსვლა პროექტში “ერთი ერთში”, სადაც არაჩვეულებრივად მოირგო სხვადასხვა მუსიკოსის იმიჯი და შესანიშნავი სახეები შექმნა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი მრავალმხრივი შესაძლებლობები, კარგად გამოავლინა მისი სასცენო უნარები და ხმის უდიდესი დიაპაზონი.

სოფო გარდა იმისა, რომ მუდმივად მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე, ასევე ცდილობს, მისი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას უწილადოს, სწორედ ამ მიზნით შექმნა საბავშვო მუსიკალური სტუდია.

• მაქვს საბავშვო მუსიკალური სტუდია- BEDIA- STUDIO , რომლის დამფუძნებელიც თავად ვარ და პირადად ვასწავლი მომავალ თაობას სიმღერას.

ამბობს, რომ ქალისთვის შოუბიზნესში მოღვაწეობა არც ისე მარტივია.

• რთული ნამდვილად არის ხელოვანი, რეალიზებული ქალისთვის, რომელსაც ოჯახიც ყავს, იყოს წარმატებული. მაგრამ მე ძლიერი ქალი ვარ და ყველანაირად ვცდილობ, არ დაზარალდეს არც ერთი მხარე, არც ოჯახი და არც კარიერა. ამას ვახერხებ, რადგან ოჯახიც მიწყობს ხელს.

მის მთავარ მიღწევად მიიჩნევს რომ არის ნამდვილი და აქვს საყვარელი საქმე.

• ჩემი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ვარ ნამდვილი, მშრომელი, მიყვარს ჩემი საქმე და მაქვს ნიჭი, რომელსაც ვემსახურები და ვავითარებ.

ამბობს, რომ ქალის როლი საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ერთდროულად ძალიან ბევრი ფუნქცია აკისრია.

• ის არის ერთდროულად დედა, შვილი, მეგობარი და ძალა, რომელიც ოჯახშიც და საზოგადოებაშიც უმნიშვნელოვანესია!
ის ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს საკუთარ საქმიანობაში, საკუთარ წარმატების ფორმულას უზიარებს:
• ვუსურვებ მათ შემართებას, ბრძოლისუნარიანობას, შრომისმოყვარეობას და მოთმინებას, რაც ჩემთვის წარმატების ფორმულაა.

კომენტარის დატოვება