ნოემბერი 23, 2024 23:03

“საუკეთესო სპეციალისტი და ხელმძღვანელი, წარმატებული ბრენდის შემქმნელი -2023“ – ეკა ყურშიტაშვილი

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „საუკეთესო სპეციალისტი და ხელმძღვანელი, წარმატებული ბრენდის შემქმნელი -2023“  წარმოგიდგენთ ლამაზ, ძლიერ და წარმატებულ ქალბატონს, ეკა ყურშიტაშვილს.

https://www.facebook.com/lashdolls

https://www.facebook.com/Mdermcosmetics?mibextid=ZbWKwL

ქალბატონი ეკა გახლავთ Lash dolls academy -ისა და  ბრენდ Mderm cosmeticis დამფუძნებელი. ბიზნესის წარმატებულად მართვასთან ერთად, მარტო ზრდის 13 წლის გოგონას.

 • Lash dolls academy სამი წელია რაც შევქმენი. ეს არის აკადემია, სადაც შეგიძლიათ დაეუფლოთ ახალ პროფესიას- შეისწავლოთ, როგორც წამწამების დაგრძელება, ასევე ლამინირება. სასწავლო კურსებთან ერთად lash dolls academy -ის სახელით შევქმენი პროდუქციის ბრენდიც, რომელიც საქართველოში 260 სალონს და ასევე 400 -მდე დამოუკიდებელ სპეციალისტს ამარაგებს, მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ჩემს კომპანიაში შესაძლებელია ყველა იმ საჭირო პროდუქტის შეძენა, რაც ამ პროფესიას სჭირდება.
ეკამ საკუთარ აკადემიაში 3 წლის განმავლობაში 600-მდე მოსწავლე მიიღო და უმაღლეს დონეზე შეასწავლა პროფესია. აკადემია და თავადაც ასევე აქტიურად იღებს მომხმარებლებსაც.
გარდა Lash dolls academy -ისა და პროდუქციის ბრენდისა, ქალბატონმა ეკამ შექმნა კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც, რომელიც ბაზარზე Mderm cosmetic-ის სახელით პოზიციონირებს და უკვე შეძლო კმაყოფილი მომხმარებლების არმია შემოეკრიბა, რაზეც მათი უკუკავშირი მეტყველებს.
• ეს არის კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც თავიდან შევქმენი სამოყვარულო დონეზე და არ მიფიქრია ამის ბიზნესად ქცევა, მაგრამ დიდი გამოხმაურების და ათასობის კმაყოფილი მომხმარებლის უდიდესი მოტივაციით გადავწყვიტე, ჩემი სამოყვარულო საქმიანობა კომპანიად გადამექცია.- ამბობს ეკა და გვიყვება,რა გზა გაიარა იდეის გაჩენიდან მის სრულყოფამდე.
• ერთი არაჩვეულებრივი ადამიანისგან ვისწავლე კრემების დამზადება და გადავწყვიტე, ეს ცოდნა გამომეყენებინა. სხვადასხვა ქვეყნებიდან შემომაქვს ნედლეული: 100 % ორგანული ზეთები,კარაქები და სხვა საჭირო მასალა და აქ, საქართველოში, მზადდება ყველა კრემი. მაქვს ნაოჭების ხაზი,ასევე აკნეს და ლაქების ხაზი. ბევრი შემიძლია ვისაუბრო Mderm cosmetic-ის შესახებ, მაგრამ უნდა აღვნიშნო: ჩემთვის ყველაზე მთავარია არა გაყიდული პროდუქციის, არამედ კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა. ვცდილობ, რომ ბრენდის რეკლამასა და მის ვიზუალზე არ დავხარჯო ფინანსები და ის თავად პროდუქციის სრულყოფას მოვახმარო და აქცენტი მხოლოდ პროდუქტის ხარისხზე გავაკეთო. არ მინდა ჩემს კრემებს შეფუთვის გამო ყიდულობნენ, მთავარია შიგნით რა დახვდებათ.- ქალბატონი ეკა გვიზიარებს თავის დამოკიდებულებას მომხმარებლებისადმი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად აისახება პროდუქციის ხარისხზე, რასაც უამრავი მომხმარებელი და მათი მხრიდან ბრენდისადმი უპირობო ნდობის გამოხატვა ამტკიცებს.
ფიქრობს, რომ საერთოდ არის რთული იყო ქალი და ლიდერი შენს საქმეში. ამბობს, რომ ძალიან ბევრს უკვირს, თუ როგორ შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე საქმის კეთება დედობასთან ერთად, მაგრამ მიაჩნია, რომ თავს ამ ყველაფერს არაჩვეულებრივად ართმევს.
მიაჩნია, რომ მისი მთავარი მიღწევა ცხოვრების, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „მინუს უსასრულობიდან“ დაწყება და დღემდე მოსვლაა ღირსეულად და დამსახურებულად.
• კი, მე ნამდვილად დავიმსახურე ჩემი უდიდესი შრომის შედეგად, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც დღეს ვცხოვრობ. ჩემი მიღწევაა გამარჯვება საკუთარ თავსა და მეორე მეზე, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვყავს. ჩემი მიღწევაა ასევე ის, რომ უდიდესი დაბრკოლების შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოვდექი და გავაგრძელე ცხოვრება, ჩემი მიღწევაა საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა, განვითარება, გაზრდა. ჩემი მიღწევაა ჩემი შვილის კეთილდღეობა, განათლება და აღზრდა.
მიაჩნია, რომ ქალს ძალიან დიდი როლი აქვს საზოგადოებრი ცხოვრებაში:
• ქალის როლი საზოგადოებაში ენით აღუწერელია. ქალს ყველაფერი შეუძლია. რომ არა ქალები, ვფიქრობ, არაფერს აზრი არ ექნებოდა არც საზოგადოებაში და მეტიც, არც პლანეტაზე  ქალები უნდა ვიყოთ ყველგან ,ქალები უნდა ვიყოთ პირველები და ვართ კიდეც.
   შემდგარი, წარმატებული ბიზნესმენი ქალი ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს, ურჩევს, რომ იჩქარონ და დრო არ დაკარგონ.
• დაიწყეთ! არ გაჩერდეთ ! ყველაფერი შეგიძლიათ, რადგან გამორიცხულია ქალმა რაიმე მოინდომოს და არ გამოუვიდეს. შეიძლება, პირველივე ცდაზე გამარჯვებას ვერ მიაღწიოთ, მაგრამ არ გაჩერდეთ ! არ დანებდეთ, არ შეიძლება!
• ქალებს არ გვაქვს უფლება ვიყოთ სუსტები და უძლურები !! ჩვენ უნდა ვმართოთ პლანეტა, ამიტომ იმოქმედეთ, მე შემომხედეთ და მიხვდებით რომ არ უნდა გაჩერდეთ, იბრძოლეთ და იცოდეთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

 

კომენტარის დატოვება