დეკემბერი 14, 2024 04:11

ნომინაციაში, “წლის წარმატებული დიზაინერ-დეკორატორი და ივენთ კომპანიის დამფუძნებელი”-2024, წარდგენილია ხათუნა არჩილია.

ხათუნა არჩილია – პროფესიით ეკონომისტი და ფინანსისტი, რომელიც დღესდღეობით საქართველოს საქორწილო ინდუსტრიაში საკუთარ, გამორჩეული ხელწერას ქმნის.
ბავშვობიდანვე განსაკუთრებული მგრძნობელობით აღიქვამდა გარემოს და ცდილობდა უბრალო საგნებში არაჩვეულებრივობა დაენახა. ეს თვისება მოგვიანებით მის პროფესიულ ხელწერად იქცა. თავდაპირველად, როგორც მრავალი წარმატებული ბიზნესის შემთხვევაში ხდება, მისი ნიჭი მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახის წრეში ვლინდებოდა – აწყობდა სივრცეებს, ქმნიდა განსაკუთრებულ მომენტებს და ყველაფერ ამას სიყვარულით კეთდებოდა.
მისთვის გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა, როცა მსოფლიო პანდემიის გამო პრაქტიკულად ყველანაირი სფერო გაჩერდა. სწორედ ამ კრიზისულ პერიოდში, როცა ბევრი ბიზნესი იხურებოდა, ხათუნამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საკუთარი საქმე წამოიწყო. ეს იყო პერიოდი, როცა მას არც საკმარისი გამოცდილება ჰქონდა და არც დამხმარეები ჰყავდა. მისი ერთადერთი მოკავშირე საკუთარი მონდომება და დაუღალავი შრომა იყო.
დღეს მისი კომპანია “თანამედროვე ქორწილები . ModernoEvent” საქორწილო დეკორაციის სფეროში წამყვან ბრენდად ითვლება. ხათუნასთვის ეს საქმიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი – ეს არის ხელოვნების ფორმა, სადაც მისი სულიერება და შემოქმედება ერთმანეთს ერწყმის. ყოველი ახალი პროექტი მისთვის ახალი ინსპირაციის წყაროა, ხოლო კლიენტების ბედნიერი სახეები – უდიდესი ჯილდო.
როგორც ქალი მეწარმე, ხათუნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერულ იდენტობას თავის საქმიანობაში. მისთვის ქალობა არის არა შემზღუდველი ფაქტორი, არამედ დამატებითი სიძლიერე – უნარი, რომელიც საშუალებას აძლევს დეტალებს განსაკუთრებული სიყვარული შესძინოს. მართალია, ქალი დიზაინერის გზა ხშირად გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ სწორედ ეს გამოწვევები აძლიერებს და აყალიბებს პროფესიონალად.
წელს ხათუნას კომპანიამ არაერთი გრანდიოზული პროექტი განახორციელა, რამაც არა მხოლოდ ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, არამედ პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობებიც გახსნა. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი საქმე არ არის მხოლოდ დეკორაცია – ეს არის ადამიანებისთვის დაუვიწყარი მომენტების შექმნის ხელოვნება.
ხათუნა დღეს აქტიურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერებას ბიზნეს სფეროში. ის თვლის, რომ ქალის როლი საზოგადოებაში ყოველდღიურად იზრდება – ქალები ქმნიან სახლის სითბოს, ზრდიან მომავალ თაობას, მართავენ კარიერას და არიან საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი. საკუთარი მაგალითით ის აჩვენებს, რომ ქალს შეუძლია გახდეს შთაგონების წყარო სხვებისთვის.
დამწყებ ქალ მეწარმეებს ხათუნა მოუწოდებს, არასდროს შეუშინდნენ საკუთარ ოცნებებს. მისი რწმენით, არ არსებობს ისეთი ბარიერი, რომელიც დაუძლეველ სირთულედ დარჩება, თუ ადამიანი მონდომებით და თავდაჯერებით მიჰყვება საკუთარ გზას. პირველი ნაბიჯები ყოველთვის რთულია, მაგრამ დაბრკოლებები მხოლოდ დროებითი სიმაღლეებია, რომელთა გადალახვაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

კომენტარის დატოვება