დეკემბერი 14, 2024 04:39

ნომინაციაში  წარმატებული,  ლიდერი პედიატრი და კლინიკური ფარმაკოლოგი 2023  წარდგენილია რუსუდან ჯაში საქართველოში  რაციონალური ფარმაკოთერაპიის  ხელშეწყობაში  შეტანილი მნიშვნელოვანი   წვლილისთვის.

 

ქალბატონი რუსუდანი არის  პედიატრი, კლინიკური ფარმაკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი,საქართველოს კლინიკური ფარმაკოლოგიის და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის ,,უპირველესია არ ავნო”-ს (PNN) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ქალბატონი რუსუდანი  გახლდათ,  თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის-ახალშობილთა, ჩვილ ბავშვთა, პულმონოგიური განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი, ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ქალაქ ბათუმის ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა”-ს დირექტორის მოადგილე, პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკური ფარმაკოლოგი, წამლისა და თერაპიული კომიტეტის თავმჯდომარე, პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი პედიატრი, ევრო მეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნისეფისა და ჯანმოს ერთობლივ პროგრამაში ბავშვთა დაავადებების ინტეგრირებული მართვა- ტრენერი, დედათა და ბავშვთა რაციონალური ფარმაკოთერაპიის და წამალთა გვერდითი მოქმედების მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკა ,,მიზოუნი”-ს პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი.

18 აკრედიტებული ტრენინგის ავტორი, იგი არის საქართველოს,  ევროპის, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის წევრი, ევროპის (ESCP) და ამერიკის(ACCP) კლინიკური ფარმაციის ასოციაციის  და ფარმაკოეპიდემიოლოგიური ინტერნაციონალური  კავშირის (ISPE) ერთადერთი წევრი საქართველოდან, ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების ალიანსის (APUA-Boston) წევრი. იგი ერთადერთი პედიატრია საქართველოში, რომელიც პროფესორ არჩილ ხომასურიძის ხელმძღვანელობით, ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/ ინსტიტუტში რანდომულად შერჩეული მასალის გამოყენებით, 10 წლის განმავლობაში პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სწავლობდა სხვადასხვა გენეზის უნაყოფობის გამო ნამკურნალევი დედების 0–18 წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, კომპლექსური კვლევების საფუძველზე აკვირდებოდა ამ ბავშვების ფიზიკური, გონებრივი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნეიროენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემების მდგომარეობას და შეიმუშავა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის მეთვალყურეობისა და მოვლის ინდივიდუალური სქემები. ეს იყო  წამლისმიერი დაავადებების შესწავლა– შეფასების პირველი მცდელობა საქართველოში.

გამოაქვეყნა  სტატიები   ქართულ და უცხოურ სამეცნიერო    ჟურნალებში, რასაც საზღვარგარეთ უფრო მეტი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა..  მათი მიწვევით, მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში( ათენი,პარიზი,  სტოკჰოლმი,  ედინბურგი, ლონდონი, ანაჰეიმი ლოსანჯელესი (კალიფორნია), ტოკიო, ფლორენცია, ბუდაპეშტი ).

– მოგვიყევით თქვენი და თქვენი საქმიანობის შესახებ…

_ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ძალიან მომწონდა, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით, ისევ, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედიატრიულ ფაკულტეტზე. ასე, რომ ახლა მაქვს ექიმის და კინომცოდნის დიპლომი და კიდევ…მუსიკალური ათწლედის… მახსოვს, ბატონი ერლომ ახვლედიანი მსაყვედურობდა რატომ ჩააბარე სამედიცინოზე,სცენარებს აღარ წერო… მაგრამ, როცა გასასინჯად  თავისი ატირებული ვაჟი მოიყვანა და შემდეგ პატარამ განუცხადა, რომ მას ჩემთან მეგობრობა სურდა,მითხრა,, შენ ნამდვილი პედიატრი ხარ და კარგად მოიქეციო.’’

ასე,რომ ვარ პედიატრი… ამავე დროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ვასწავლიდი კლინიკურ ფარმაკოლოგიას.

ჩემთვის, როგორც პედიატრისთვის, სერიოზული ტკივილი და გამოწვევაა რომ ოფიციალური მონაცემებით,

0-5 წლამდე ბავშვთა მოკვდაობით, საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და ფხიზლათ უნდა ვიყოთ… მით უმეტეს, რომ ხშირად მიზეზი მარტივია, რადგან მიზეზებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია არაადეკვატური ნუტრიციული მენეჯმენტი(არასწორი კვება) ორსულებთან, ახალშობილებთან და ბავშვებთან, შედეგად, დაუსაბუთებელი პოლიფარმაცია (მრავალი წამლით მკურნალობა) ორსულებსა და ბავშვებთან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი გვაფრთხილებს, რომ წამლისმიერი დაავადებები სულ უფრო მატულობს და გავრცელების სიხშირით ჩამორჩება მხოლოდ ონკოლოგიურ, გულ– სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ტრავმებსა და დიაბეტს.

სწორედ ამიტომ, დავაარსეთ კლინიკური ფარმაკოლოგიის და  რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირი – უპირველესია არ ავნო – PRIMUM  NON  NOCERE(PNN )   2002 წელს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსის   თანამშრომლებმა უნივერსიტეტში ამ კურსის გაუქმების შემდგომ, მიზანი პაციენტის უსაფრთხოება იყო..  ენთუზიაზმის ხარჯზე ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, ჩავატარეთ ტრენინგები თბილისის, რუსთავის, აჭარა, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო-სვანეთის, იმერეთის, კახეთის, ბორჯომის, ახალციხის პირველადი ჯანდაცვის რგოლის 900-მდე ექიმთან, განხილული იყო პოლიფარმაციის მიზეზები და საექიმო შეცდომები…

გამოწერილი მედიკამენტების დიაგნოზებთან შეუსაბამობის, წამალთა ურთიერთქმედების, არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევები ,შესაბამისი ქეისიებით, პერსონალური წამლების შერჩევის კრიტერიუმები. ლექციებმა ექიმების ერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მადლიერებით აღნიშნავდნენ, რომ ,,.ახლა გავაცნობიერეთ, რას ვაკეთებთ არასწორად’’, ,,თურმე ჩემს შვილიშვილს არასწორად ვმკურნალობდი’’.ა,შ. ექიმთა ამგვარმა შეფასებამ ჩემს ენთუზიაზმს უფრო მეტი სტიმული შესძინა და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით.

სამწუხაროდ, წამლის ჭარბად მოხმარების პრეცედენტები გვაქვს როგორც ჩვენში საკმაოდ პოპულარული თვითმკურნალობის შემთხვევაში, ისე ექიმის დანიშნულებით მკურნალობის დროსაც. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა ორივე მიმართულებით გვჭირდება, როგორც მოსახლეობასთან, ისე კოლეგებთან, რადგან ახლი ინფორმაციები ამ მიმართულებით, ყველას ჭირდება ამ საკითხებზე მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას სატელევიზიო და რადიო გადაცემებში : იხ.ლინკები

https://www.youtube.com/live/YMOgpBOOI4I?feature=share&fbclid=IwAR1QgqopwOCdNWYmtCWnw1-2aW_efUxudoL4n5FlSP3qTuYQ7YM3ZJCeB-k

https://www.facebook.com/watch/?v=158223898931057

https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge/posts/804844887497159/?vh=e&extid=MSG-UNK-UNK-UNK-AN_GK0T-GK1C

https://www.facebook.com/MezoneClinic/posts/477045046701913/?vh=e&extid=MSG-UNK-UNK-UNK-AN_GK0T-GK1C

https://www.facebook.com/watch/?v=691802804339056

https://www.facebook.com/MezoneClinic/videos/2825319474373911/

https://www.facebook.com/MezoneClinic/videos/1137693100095104

https://www.facebook.com/dilisshow/posts/pfbid02Tsw2zL8GybqCsZqXrKJVuW7aa55ZND8dAfis7fsnddbLp86wWNvvEpC3QBKkW5eBl

 

საზღვარგარეთ მივლინებისას, ყველგან, სადაც საერთაშორისო კონფერენციებს ვესწრებოდი ვეცნობოდი საუნივერსიტეტო კლინიკების მუშაობას და ვცდილობდი, რომ მომენახა ჩვენი პრობლემების გადაჭრის გზა. საინტერესო შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ თუ რაიმე ახალს ვიგებდი, მინდოდა, ჩვენს ქვეყანაში დამენერგა, ჩვენს პაციენტებს დავხმარებოდი და ჩვენი სტუდენტებისთვის გამეზიარებინა.

– ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის წარმართვაში…

_ როგორც პედიატრს ალბათ მეხმარება, რომ უფრო ახლოს მივიტანო გულთან დედისა და ბავშვის პრობლემა. როგორც, კლინიკურ ფარმაკოლოგს და პედიატრს, შეიძლება უფრო ქალური თავშეკავება მეხმარება, რომ მკაცრი არ ვიყო და უხეშად არ ვუთხრა დედას ან კოლეგას ის რაც არასწორად გააკეთა, არადა თქმა აუცილებელია…ისე არასწორი ქმედება არ გამოსწორდება.. ილია ამბობდა ,,არის საგანი თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, არის საგანი, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ..“ დანახვაში და დარწმუნებაშიც პროფესიონალები უნდა დავეხმაროთ, ამას გულისხმიერებაც უნდა და ცოდნაც, ცალ-ცალკე ექიმი არ არსებობს.

უნივერსიტეტში სწავლისას მახსოვს ბატონი აკაკი ბაქრაძე ხშირად გვეუბნებოდა ,,გეშინოდეთ გულგრილთა“ რაც უსიყვარულობაა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრია… არ ვიცი, ალბათ, აქ გენდერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მთავარი პიროვნული თვისებებია.!

-რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

_ ,,უპირველესია არ ავნო”-ს პრინციპით მუშაობისას გადარჩენილ პაციენტებს…რაც ღვთის შეწევნით ცოტა არ არის.  ოფიციალური მონაცემებით,  თანამედროვე  კვლევები   გვარწმუნებს, რომ ექიმისა   და  პაციენტის(ან მშობლის) სწორი მიდგომებით,  90 პროცენტის შემთხვევაში, შესაძლებელია    მრავალი  დაავადების თავიდან აცილება, მსგავსი შემთხვევა  ჩემს   პრაქტიკაში არაერთი  მქონია.

-გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

_ ქალის როლი საზოგადოებაში რა თქმა უნდა პირველ რიგში შვილების აღზრდაა ..შვილები კი მშობლების მაგალითით იზრდებიან… ხშირად ბავშვის გასინჯვისას ვგრძნობ რა მდგომარეობაა ოჯახში,რადგან ბავშვის ქცევაც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამის ანარეკლია… მიხარია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ძალიან ბევრია წარმატებული ქალი, რომელიც კარგად უთავსებს ერთმანეთს ორივეს ან ერთ-ერთს აკეთებს ძალიან კარგად, რაც მისი მისიაა, ესეც ღვთის ნებაა ,,ზოგჯერ ათასების ტკივილი, ერთმა უნდა გადაიტანოს, ათასების მაგივრად ერთია მლოცველი და ჯვარზე გამსვლელი“(.გამსახურდია).

რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

_არ ვიქნები ორიგინალური, თუ სიყვარულს ვურჩევ და განათლებას, მაცხოვარი ამბობს ,,ქრისტიანული სიყვარული ორ რამეზეა დაფუძნებული- ადამიანის და ღმერთის სიყვარულზე” თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს ეხმარებიან და არ ვნებენ, ყველაფერში წარმატებულები იქნებიან… რადგან სწორედ მაშინ ,,ჩვენთან არს ღმერთი“ – არს და იყოს.. მიყვარხართ!!!

კომენტარის დატოვება