ნოემბერი 25, 2024 00:42

ნომინაციაში “ქართული კინოს ვარსკვლავი – 2024” წარდგენილია კირა ანდრონიკაშვილი

ქართული კინოს ისტორიაში არიან სახეები, რომლებიც მუდამ მაყურებელთა გულებში არიან. კირა ანდრონიკაშვილი არის – ქალი, რომელმაც თავისი სილამაზითა და ნიჭით მთელი ეპოქა შექმნა.

 მუშაობდა არქეოლოგიის ცენტრში; პროფკავშირების სასახლეში; პირველად კინო სინჯზე 7 წლის ასაკში მოხვდა, როცა თენგიზ აბულაძემ “მაგდანას ლურჯაში” ბავშვის როლის შესასრულებლად მიიწვია, მაგრამ დაიწუნეს. მიზეზი ის იყო რომ სოფლელ ბავშვს არ ჰგავდა; პირველი როლი 12 წლის ასაკში ითამაშა ფილმში “მაიაკოვსკი იწყებდა ასე”, ამის შემდეგ იყო ის როლები, რომლებმაც მას მაყურებელთა სიყვარული მოუტანეს; გადაღებულია 20-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (ცირა, დამდგმელი რეჟ.: თენგიზ აბულაძე, 1962), “ერთი ცის ქვეშ” (ნანა, დამდგმელი რეჟ.: ლანა ღოღობერიძე, 1961), “მთვარის მოტაცება” და სხვა…

კირას სილამაზე ლეგენდად იქცა. მაგრამ თავად ის ყოველთვის ამბობდა, რომ ნამდვილი სილამაზე მხოლოდ გარეგნობა არ არის. “დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას,” – – “მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობა და ბუნებრიობა. ვერ იქნები ლამაზი, თუ მუდმივად დაღლილი ხარ კოსმეტიკური პროცედურებით.”

დღეს, კირა ანდრონიკაშვილის სილამაზე, ნიჭი და ინტელექტი კვლავ რჩება შთაგონების წყაროდ ახალგაზრდა თაობისთვის. კირა გვახსენებს, რომ ნამდვილი სილამაზე დროსთან ერთად არ იკარგება – ის მხოლოდ უფრო ღრმავდება და მდიდრდება.

კომენტარის დატოვება